ტერენს ტაო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ტერენს ტაო (ჩინ.: 陶哲軒; კანტონური გამოთქმა: tòuh jit hīn; მანდარინზე: Táo Zhéxuān; დ. 17 ივლისი, 1975) — წარმოშობით ჩინელი ავსტრალიაში მოღვაწე მათემატიკოსი; მუშაობს ჰარმონიულ ანალიზში, კერძოწარმოებულიან დიფერენციალურ განტოლებებში, კომბინატორიკაში, ანალიზურ რიცხვთა თეორიასა და წარმოდგენის თეორიაში. კალიფონიის უნივერსიტეტმა ლოს-ანჯელესში მას მათემატიკის სრულუფლებიანი პროფესორის წოდება მიანიჭა 24 წლის ასაკში, სადაც ის დღემდე იმყოფება. 2006 წელს მისი წვლილისთვის მათემატიკაში ფილდსის მედლით დაჯილდოვდა.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი.
- ტერენს ტაო Mathematics Genealogy Project-ზე.
- ტერენს ტაო International Mathematical Olympiad-ზე.