ტარკვინიის პატარა ცხენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტარკვინიის პატარა ცხენები არის მარგარიტ დიურასის რომანი, რომელიც 1953 წლის 16 ოქტომბერს გამოქვეყნდა გამომცემლობა გალიმარის მიერ.

რეზიუმე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანი ფრანგი ახალგაზრდების იტალიური არდადეგების შესახებ მოგვითხრობს. სამი ახალგაზრდა იტალიის მიკარგულ, მთებში ჩამალულ სოფელში მიდის დასასვენებლად, სადაც არაფერი ხდება საინტერესო, დრო ძალიან ნელა გადის და საშინელი სიცხე დამსვენებლებს სიცოცხლის სურვილს ართმევს. მიუხედავდა იმისა რომ ეს ადგილი არავის მოსწონს სამეგობრო წრე ყოველწლიერად მაინც აქ იკრიბები და თავს იმით იიმედებენ რომ მომავალი დღე უკეთესი და წვიმანი იქნება. თუმცა რამდენად უსახურადაც არ უმდა მოგეჩვენოთ სწორედ ეს არდადეგები გახდება მათთვის გარდამტეხი.

რომანს პარალელურ ხაზად გასდევს იტალიელი წყვილის ისტორია. მოხუცმა ცოლ-ქმარმა ახლახან დაკარგა ახალგაზრდა ვაჟი, გამნაღმველი, რომელიც ბომბმა იმსხვერპლა. ოჯახი უარს ამბობს შვილის ცხედრის გადმოსვენებაზე, რადგან არ სურთ რეალობის მიღება, სწორედ ეს ამბავი ხდება წიგნის მთავარი პერსონაჟებისთვის გადამწყვეტი, უნდა იწამონ თუ არა იმ რეალობის სადაც ცხოვრობენ, რა კავშირია ილუზიასა და რეალობას შორის და რამდეად შორს შეიძლება წვაიდეს წარმოსახვა.