ტამბოვის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
ტამბოვის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 52°43′15″ ჩ. გ. 41°27′33″ ა. გ. / 52.72083° ჩ. გ. 41.45917° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | ტამბოვი, ტამბოვის ოლქი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1791-1796 |
ტამბოვის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (რუს. Церковь во имя Казанской иконы Божией Матери) — მართლმადიდებლური ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი[1] ქალაქ ტამბოვში. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეკლესია მდებარეობს ყაზანის მამათა მონასტრის ტერიტორიაზე, რომელიც დაარსებულია 1670 წელს.
ეკლესია ააშენეს როგორც საზაფხულო, 1791 წელს. 1796 წელს აკურთხა ეპისკოპოსმა თეოფილე რაევმა. ააშენეს საროვის მონასტრის მაგალითზე. ამავე ეკლესიაში 1811 წელს დაკრძალეს ეპისკოპოსი თეოფილე. ეკლესიის სამხრეთ კედელში შემორჩენილია ფირფიტა, რომელზეც ამოკვეთილია ეპისკოპოსის ეპიტაფია.
გადმოცემის თანახმად 1793 წელს აქ ხელი დაასხეს სერაფიმ საროველს.
საბჭოთა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1918 წელს მონასტერი დახურეს, ხოლო 1920-იან წლებში აქ განათავეს ტამბოვის საგუბერნიო საგანგებო კომისია. მომდევნო წლებში გაანადგურეს სასაფლაო, დაანგრიეს სამრეკლო. ყაზანის ეკლესიის შენობაში კი განათავსეს ტამბოვის ოლქის სახელმწიფო არქივის ფილიალი.
რუსეთის ფედერაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1990-იანი წლების დასაწყისში მონასტერი დაუბრუნდა მორწმუნეებს და დაიწყო ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები. 2003 წელს ტამბოვისა და ნიჟნი-ნოვგოროდის მთავარეპისკოპოსის საფლავზე, ყაზანის ეკლესიის სამხრეთ კედელთან ააშენეს სამლოცველო. 2009 წლის გაზაფხულზე კი დაიწყეს სამრეკლოს მშენებლობა (არქიტექტორი ა. და გ. ლუნკინები). 2011 წლის 27 ივლისის დილას თვითმფრინავმა სამრეკლოს დაადგა 20-მეტრიანი წვერის კონსტრუქცია, რომლის საერთო წონაც დაახლოებით 4 ტონა იყო[2].
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Журнал Московской Патриархии. № 12. 2007 г. «Празднование 325-летия Тамбовской епархии»[3]
- «Московский комсомолец» («МК в Тамбове»). 13 октября 2010 г. «Когда зазвонит колокол?»[4]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Казанский мужской монастырь города Тамбова. История и современность.
- На колокольне Казанского мужского монастыря в Тамбове засиял позолоченный крест. Репортаж ГТРК «Тамбов»
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Управление культуры и архивного дела Тамбовской области. Списки объектов культурного наследия.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-21. ციტირების თარიღი: 2018-11-01.
- ↑ На колокольню Казанского монастыря установлен позолоченный крест. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2018-11-01.
- ↑ Журнал Московской Патриархии. «Празднование 325-летия Тамбовской епархии».. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-19. ციტირების თარიღი: 2018-11-01.
- ↑ Когда зазвонит колокол?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-28. ციტირების თარიღი: 2018-11-01.