სხლოვანის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სხლოვანის განძიარქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სხლოვანის მახლობლად, მიწის სამუშაოების დროს. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. განძს შეადგენს რკინის ნივთები: ფოლადის ცული, ორი დანა-წალდი, ბოძალი ანუ ორწვერა ისრისპირი და მასრიანი საჭრეთელი. განძი ინახება თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]