სხვა შუადღე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სხვა შუადღე“ — თოქ-შოუ, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ყოველ სამუშაო დღეს 12:30-დან 14:00-მდე გადის ეთერში. გადაცემა მრავალფეროვანია და მასში განიხილავენ სხვადასხვა აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებს. გადაცემის ყოველდღიური წამყვანები არიან: თიკა ფაცაცია, გვანცა დარასელია და სოფიკო ნარჩემაშვილი.

გადაცემის შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორშაბათს წამყვანები საუბრობენ მწვავე და საინტერესო საზოგადოებრივ და სოციალურ საკითხებზე. ყოველ ორშაბათს მაყურებელს თომა ჩაგელიშვილი წარუდგენს რუბრიკას „სხვა ისტორია“. გარდა ამისა, კვირის დასაწყისში თანაწამყვან ქეთა გაბუნიასთან ერთად შინაური ცხოველების უფლებებზე და მათი მოვლის წესებზეა საუბარი. სამშაბათი დღე რუბრიკას „თეთრი ხალათი“ ეთმობა დრო. გადაცემის თანაწამყვანი „დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრს“ კლინიკური დირექტორი — თეა ადამია პროფესიონალ ექიმებთან ერთად ინფორმაციას სხვადასხვა დაავადების შესახებ აწვდის მაყურებელს. გადაცემის დასკვნით ნაწილში მთამსვლელი ნიკა ლებანიძე საქართველოს გამორჩეულ ადგილებს სტუმრობს. ოთხშაბათი დღის თანაწამყვანია თორნიკე გოგრიჭიანი, მთავარი თემა ფსიქოლოგთან ერთად იშლება. ხუთშაბათს ჯანსაღი ცხოვრების წესის, სილამაზის, სტილის და თავის მოვლის შესახებ, მაყურებელს რჩევებს ქრისტინე იმედაძე და არჩილ სოლოღაშვილი აძლევენ.

პარასკევი კი გასტრონომიული დღეა „სხვა შუადღის“ სამზარეულოში. მერიკო გუბელაძის რეცეპტები და გასათვალისწინებელი რჩევები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სატელევიზიო გადაცემა „სხვა შუადღე“ 2011 წელს გავიდა პირველად ეთერში. თავდაპირველად ძირითადი წამყვანები იყვნენ ბაია დვალიშვილი, დიმა ობოლაძე, არჩილ სოლოღაშვილი და ლიკა ევგენიძე. წლების განმავლობაში თოქშოუმ ბევრჯერ განიცადა ცვლილება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]