სფაელოს სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სფაელოს სახლი
რუს. Дом Сфаэло
კოორდინატები 47°12′52″N 38°55′49″E / 47.214366° ჩ. გ. 38.93037° ა. გ. / 47.214366; 38.93037
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი XIX საუკუნის მეორე ნახევარი

სფაელოს სახლი (რუს. Дом Сфаэло) — სახლი, არქიტექტურული ძეგლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. შენობა აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში[2].

მისამართი: ტაგანროგი, პეტროვის ქუჩა № 67.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქალაქ ტაგანროგში პეტროვის ქუჩა 67-ში ააშენეს სახლი 1862 წლის ნახაზების საფუძველზე. ამ უძრავი ქონების პირველი მფლობელები იყო ქალბატონი, რომლის გვარიც იყო ტრეტიაკოვი[2].

1873 წლიდან 1880 წლამდე სახლი ეკუთვნოდა პირველი გილდიის[2] ვაჭარ[1] ანტონ სფაელოს[1]. იგი დაიბადა ვაჭრის ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ ევსტათი და ფოტინე. ანტონის გარდა ოჯახში იზრდებოდა კიდევ რამდენიმე ბავშვი - ნიკოლოზი, ანა და კონსტანტინე. 1886 წელს ანტონი დაქორწინდა აგლაის დალლაპორტეზე, მათ შეეძინათ რამდენიმე შვილი: ევსტათი, ივანე, კონსტანტინე, მარია, დიონისე, ანდრეი, ნიკოლოზი. არსებობს მოსაზრება, რომ ივან ანტონის ძე შესაძლებელია ყოფილიყო დიმიტრი სინოდი-პოპოვის ბიძაშვილი[2]. 1890 წლიდან 1906 წლამდე სახლის მფლობელი იყო აგლაის სფაელო, ხოლო 1915 წელს უკე ეკუთვნოდა ნიკოლოზ ბარდაშევს[1]. იგი ასევე ფლობდა სახლებს პეტროვის 11-ში და ჩეხოვის 88-ში[2].

სახლის ზედა სართულზე ცხოვრობდა[1] (ზოგი ვარაუდით ასწავლიდა) მოცეკვავე ჯორჯინიო ვრონდი[2]. ტაგანროგში ვრონდი ჩავიდა იტალიურ ოპერასთან ერთად და მის მიერ დაარსებულ ცეკვის გაკვეთილებზე დადიოდა მწერალი ანტონ ჩეხოვი. ვრონდი დაოჯახდა რუს გოგონაზე, შეიცვალა სახელი და გახდა ეგორ სემიონოვიჩი[1].

ამ სახლის პირველ სართულზე მუშაობდა მასაჟისტი ნ. ა. როვინსკი და ფოტოგრაფ ვ. ვიტჩენკო[2]. XXI საუკუნეში შენობაში განთავსებულია მაღაზია „გლობალ ელექტრონიკსი“[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]