სტრატოვარიუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Stratovarius
სტრატოვარიუსი კონცერტზე, 2005 წელს მილანში.
სტრატოვარიუსი კონცერტზე, 2005 წელს მილანში.
ბიოგრაფია
წარმოშობა ჰელსინკი, ფინეთი
ჟანრ(ებ)ი პაუერ მეტალი,
სიმფონიური მეტალი,
სპიდ მეტალი
აქტიური 1984-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Ear Music
Nuclear Blast
ასოციაციები სონატა არქტიკა, HammerFall
საიტი http://www.stratovarius.com
წევრები
ტიმო კოტიპელტო
იენს იოჰანსონი
ლაური პორრა
მატიას კუპაინენი
როლფ პილვე
ყოფილი წევრები
ტიმო ტოლკკი
ტუომო ლასილა
შტეფან სტრაჰლმანი
იარი კაინულაინენი

სტრატოვარიუსი (ინგლ. Stratovarius) — ფინური პაუერ მეტალ ჯგუფი ჰელსინკიდან, შექმნილი 1984 წელს.

დაარსებიდან დღემდე ჯგუფს გამოშვებული აქვს 15 სტუდიური და ერთი ცოცხალი ალბომი.

სტრატოვარიუსი ისეთ ჯგუფებთან ერთად, როგორიცაა Helloween, HammerFall, Gamma Ray, Rhapsody of Fire და ასევე ფინური პაუერ მეტალ ჯგუფი სონატა არქტიკა, ითვლება ერთერთ გავლენიან და წამყვან ჯგუფად სიმფონიურ და პაუერ მეტალ ჟანრში.

სტრატოვარიუსის შემადგენლობაში ხშირად ხდებოდა ცვლილებები, ტუომო ლასილას და დამაარსებელი გიტარისტის ტიმო ტოლკკის მიერ ჯგუფის დატოვების შემდეგ, შემადგენლობაში აღარ დარჩა არც ერთი ორიგინალური წევრი.

ყველაზე ხანგრძლივ წევრად ითვლება ვოკალისტი ტიმო კოტიპელტო რომელიც ჯგუფში 1994 წელს მივიდა.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

სტუდიური ალბომები:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]