სპონგილასებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სპონგილასებრნი
Spongillidae.edge.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Spongillidae

სპონგილასებრნი (Spongillidae) — უხერხემლო ცხოველების ოჯახი ღრუბლების ტიპისა. ცხოვრობენ მტკნარ წყალში, ფსკერზე, მიმაგრებული არიან სუბსტრატზე. სპონგილასებრნი ფერად მწვანე, მოყვითალო ან მურაა. მათი ჩონჩხი შედგება კაჟოვანი ნემსებისაგან, რომლებიც ერთიმეორესთან შეერთებული არიან ორგანული ნივთიერებით — სპონგინით (აქედანაა ოჯახის სახელწოდებაც). სპონგილასებრნი გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში. მრავლდებიან როგორც სქესობრივად, ისე დაკვირტით. ხალხურ მედიცინაში გამხმარ სპონგილასებრთა ფხვნილს რევმატიზმის სამკურნალოდ იყენებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]