სონღული
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სონღული | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Falco rusticolus | ||
| დაცვის სტატუსი | ||
სონღული (Falco rusticolus) (sin. Falco gyrfalco) — ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 60 სმ, მასა დედლისა 2 კგ, მამლისა — 1,5 კგ აღწევს. ლამაზი ფრინველია, ფერად თეთრია და ნაცრისფერი ლაქები აყრია ან სულ ნაცრისფერია. გავრცელებულია ევროპის ჩრდილოეთში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ბინადრობს ტყე-ტუნდრასა და ზღვების კლდოვან ნაპირებზე. ქმნის მუდმივ წყვილებს. ბუდეს იკეთებს კლდეებში, ციცაბო ნაპირებსა ამ მაღალ ხეებზე. დებს 3-5 კვერცხს. კრუხობს დედალი 28-29 დღე-ღამის განმავლობაში. იკვებება ფრინველებით, რომელსაც ჰაერში ფრენისას იჭერს, უფრო იშვიათად - ლემინგებით, მემინდვრიებით, კურდღლებით. ძველად იყენებდნენ როგორც ძვირფას სამეფო ბაზს (სანადირო ფრინველი). ამჟამად საყოველთაოდ იშვიათია ფრინველია, საჭიროებს დაცვას.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 474, თბ., 1985 წელი.