სკკპ ცკ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი (რუს. Центральный комитет Коммунистической партии Советского Союза; 1917 წლის გაზაფხულამდე: ЦК РСДРП; 1917—1918 ЦК РСДРП(б); 1918—1925 ЦК РКП(б); 1925—1952 ЦК ВКП(б)) — სსრკ კომპარტიის უმაღლესი პარტიული ორგანო პარტიის ყრილობებს შორის პერიოდებში. სკკპ ცკ-ის უდიდესი რაოდენობა (412 წევრი) არჩეულ იქნა 1990 წლის კომპარტიის XXVIII ყრილობაზე.

კომიტეტის უფლებამოსილებები[რედაქტირება]

სკკპ-ის წესდების მიხედვით ცენტრალური კომიტეტი (შემოკლებით "ცეკა") ხელმძღვანელობდა პარტიის მთელ საქმიანობას, განაგებდა ადგილობრივ პარტიულ ორგანოებს, პარტიის საკადრო პოლიტიკას. ცეკა მიმართულებას აძლევდა ცენტრალურ სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და პარტმუშაკებს; ქმნიდა სხვადასხვა ორგანიზაციებს და პარტიულ საწარმოებსა და დაწესებულებებს და ხელმძღვანელობდა მათ საქმიანობას, ნიშნავდა მის კონტროლს ქვეშ არსებული ცენტრალური გაზეთებისა და ჟურნალების რედაქციას, ანაწილებდა პარტიული ბიუჯეტის სახსრებს და აკონტროლებდა მათ შესრულებას.