სირენისებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სირენისებრნი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Sirenidae | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
სირენისებრნი (Sirenidae) — კუდიანი ამფიბიების ოჯახი. მათი სხეული წაგრძელებულია, უკანა ფეხები არ გააჩნიათ. მთელი სიცოცხლის განმავლობაში რჩებათ გარეგან ლაყუჩები. აქვთ უქუთუთო და პატარა თვალები, ზედა ყბის ძვლის მაგიერ — რქოვანი ფირფიტა. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ამერიკაში. ყველაზე მეტად ცნობილია ჩვეულებრივი სირენი (Siren lacertina), რომლის სიგრძე 70 სმ აღწევს. მუქი მურა შეფერილობისაა, ცხოვრობს ჭაობებში. იკვებება უხერხემლო ცხოველებითა და პატარ-პატარა თევზებით.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 382, თბ., 1985 წელი.