სინგაპურის სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაფუძნდა 1994
ტიპი უნივერსიტეტი და ორგანიზაცია
მისამართი 461 Clementi Road, Singapore 599491[1]
ქვეყანა სინგაპური
კავშირები International Council for Open and Distance Education[2]
სინგაპურის სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი — სინგაპური
სინგაპურის სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი
http://www.suss.edu.sg

სინგაპურის სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი ― საჯარო ავტონომიური უნივერსიტეტი სინგაპურში.[3][4] დაარსდა 2017 წელს. უნივერსიტეტი მეტწილად სოციალური მეცნიერებების პროგრამებზეა ფოკუსირებული.[5] 2017 წელს უნივერსიტეტმა 2 137 სტუდენტი მიიღო.[6][7] სინგაპურის სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი ხუთ სკოლას, ზრდასრულთა სწავლების ინსტიტუტს, სასწავლო კოლეჯსა და ოთხ ცენტრს მოიცავს.[8][9] უნივერსიტეტი კლემენტიში, სინგაპურის დასავლეთ რეგიონში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს სინგაპურის მენეჯმენტის ინსტიტუტის ჯგუფის დაქვემდებარებაში კერძო უნივერსიტეტი, სინგაპურის მენეჯმენტის ინსტიტუტის უნივერსიტეტი შეიქმნა. 2016 წლის 11 ნოემბერს სინგაპურის მენეჯმენტის ინსტიტუტის საბჭომ მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომ უნივერსიტეტი განათლების სამინისტროს დაქმვემდებარებაში გადასულიყო. 2017 წელს სინგაპურის სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი მიიღო. 2019 წლის სექტემბერში უნივერსიტეტმა პირველი ფორუმი მოაწყო, რომელზეც განათლების როლისა და სინგაპურის მომავლის შესახებ სასაუბროდ პრემიერ-მინისტრი ლი სიან ლუნიც იყო მიწვეული.

რესტრუქტურიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობა

2017 წლის 17 მარტიდან სინგაპურის მეენჯმენტის ინსტიტუტის უნივერსიტეტს სახელი შეეცვალა, სინგაპურის სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი ეწოდა და განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. სინგაპურის მთავრობამ უნივერსიტეტს ავტონომიური სტატუსი 2017 წლის 11 ივლისს მიანიჭა.

რესტრუქტურიზაციის შემდეგ უნივერსიტეტში ბიზნესისა და ინჟინერიის პროგრამებზე მეტად აქცენტი სოციალურ მეცნიერებათა პროგრამებზე კეთდება.[10] 2019 წელს უნივერსიტეტმა სოციალურ მეცნიერებათა და სოციალურ მომსახურებათა სფეროში ყველაზე მეტი სტუდენტი მიიღო.

2019 წლის 1-ელი აპრილიდან სინგაპურის ზრდასრულთა სწავლების ინსტიტუტს სინგაპურის სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ფარგლებში ავტონომიური ინსტიტუტის სტატუსი მიენიჭა. უნივერსიტეტს ინსტიტუტის კვლევებზე წვდომის უფლება აქვს, ხოლო ინსტიტუტს უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაცემთა ბაზის დამუშავება შეუძლია. ზრდასრულთა სწავლების ინსტიტუტის მესამეულ პროგრამებს უნივერსიტეტი აკრედიტაციას ანიჭებს.[11]

პროგრამები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წელს სინგაპურის მენეჯმენტის ინსტიტუტის უნივერსიტეტმა სრული პროგრამების სწავლება დაიწყო, რომელიც პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებაზე აკეთებს აქცენტს.[12] სრული პროგრამების ხანგრძლივობა 4 ან 6 წელია. პროგრამების ნაწილი მთავართან ერთად მაინორ პროგრამებსაც მოიცავს.[13]

თანამშრომლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინგაპურის სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი არაერთ ზღვისიქითა უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს პროგრამებს,[14] მათ შორის: ატაბასკის უნივერსიტეტთან (კანადა), პეკინის უცხოეთის კვლევების უნივერსიტეტთან (ჩინეთი, თარგმნისა და ინტერპრეტაციის სააკალავრო პროგრამა), პეკინის საერთაშორისო კვლევების უნივერსიტეტთან (ჩინეთი, პეკინის პედაგოგიურ უნივერსიტეტთან (ჩინეთი, ჩინური ენისა და ლიტერატურის სამაგისტრო პროგრამა), კრენფილდის უნივერსიტეტთან (გაერთიანებული სამეფო), ემბრი-რიდლის აერონავტიკის უნივერსიტეტთან (აშშ, ავიაციის საბაკალავრო პროგრამა, ავიაციის ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამა), ბრიტანეთის კოლუმბიის სამართლის ინსტიტუტთან (კანადა), ნანკინის უნივერსიტეტთან (ჩინეთი, ჩინური ენისა და ლიტერატურის სადოქტორო პროგრამა), ინდონეზიის უნივერსიტეტთან (ინდონეზია, მალაიური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამა).

სკოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლი უნივერსიტეტის წინ

სინგაპურის სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ხუთ სკოლაში 80-ზე მეტი პროგრამა ფუნქციონირებს.

ს. რ. ნათანის ადამიანის განვითარების სკოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წელლს ადამიანის განვითარებისა და სოციალური სერვისები სკოლას სინგაპურის მეექვსე პრეზიდენტის, სელაფან რამანათანის საპატივცემულოდ ს. რ. ნათანის ადამიანის განვითარების სკოლა ეწოდა. სკოლაში სხვადასხვა პროგრამა ხორციელდება, მათ შორის: კონსულტაციის, ადრეული საბავშვო განათლების, ადამიანური რესურსების მენეჯმენტისა და სოციალური მუშაობის. ფუნქციონირებს გერონტოლოგიის სადოქტორო პროგრამა.[15]

ბიზნესის სკოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინგაპურის სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში ბიზნესისა და მენეჯმენტის პროგრამები ხორციელდება. მოქმედებს საბუღალტრო აღრიცხვის საბაკალავრო პროგრამა, რომელიც ბუღალტერიისა და კორპორაციული რეგულირების სააგენტოსა და სინგაპურის ჩარტერული ბუღალტრების ინსტიტუტის მიერაა აკრედიტებული. სინგაპურის სხვა ავტონომიური უნვიერსიტეტების საბუღალტრო აღრიცხვის ხარისხის მსგავსად, სინგაპურის სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ბუღალტერიის ხარისხიც CA კვალიფიკაციის შესაბამისია.[16][17][18]

სამართლის სკოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის იანვარში უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ პირველი 60 სტუდენტი მიიღო.[19] სინგაპურის საგადასახადო აკადემიასთან თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტში საგადასახადო საქმის სამაგისტრო პროგრამა ხორციელდება.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სკოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინგაპურის სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სკოლაში ფუნქციონირებს აეროკოსმოსური სისტემების,, ბიოსამედიცინო ინჟინერიის, სამშენებლო გარემოს, ინჟინერიის, სამხედრო კვლევებისა და ტექნოლოგიის პროგრამები. აეროკოსმოსური სისტემების პროგრამა სინგაპურის ინჟინერიის აკრედიტაციის საბჭოსა და სინგაპურის ინჟინერთა ინსტიტუტის მიერაა აკრედიტებული.[20][21]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.suss.edu.sg
  2. https://web.archive.org/web/20240407191925/https://www.icde.org/members-community/
  3. Autonomous Universities in Singapore. Ministry of Education Singapore. ციტირების თარიღი: 14 April 2017
  4. SIM University renamed Singapore University of Social Sciences. Channel NewsAsia (17 March 2017). ციტირების თარიღი: 17 March 2017
  5. Singapore University of Social Sciences to offer more full-time degree courses, places. ციტირების თარიღი: 5 August 2017
  6. SUSS Convocation 2017 – Our Inaugural Graduation Celebration As An Autonomous University (12 October 2017). ციტირების თარიღი: 12 October 2017
  7. Employability boost for SUSS students at graduation (11 October 2018). ციტირების თარიღი: 12 October 2018
  8. SUSS Schools. suss.edu.sg. ციტირების თარიღი: 15 April 2017
  9. SUSS Centres. suss.edu.sg. ციტირების თარიღი: 15 April 2017
  10. „SIM University renamed Singapore University of Social Sciences“. 17 მარტი 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი 2017.
  11. Institute for Adult Learning to be Restructured as Autonomous Institute within Singapore University of Social Sciences | http://www.ssg-wsg.gov.sg/new-and-announcements/19_Nov_2018.html დაარქივებული 28 November 2018 საიტზე Wayback Machine.
  12. „UniSIM, SIT to launch full-time degree programmes“. Today Online. 17 ოქტომბერი 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი 2013.
  13. Programme Overview programmes (2 February 2018). ციტირების თარიღი: 2 February 2018
  14. Collaborations with Overseas Universities (29 May 2018). ციტირების თარიღი: 29 May 2018
  15. Singapore University of Social Sciences renames school after late president S R Nathan | http://www.straitstimes.com/singapore/singapore-university-of-social-sciences-renames-school-after-late-president-s-r-nathan დაარქივებული 22 February 2018 საიტზე Wayback Machine.
  16. Singapore University of Social Sciences 2018 ADMISSIONS. suss.edu.sg. ციტირების თარიღი: 14 April 2017
  17. Singapore University of Social Sciences 2018 ADMISSIONS. suss.edu.sg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 17 January 2018
  18. Singapore Chartered Accountant Qualification. Singapore Accountancy Commission. ციტირების თარიღი: 7 February 2018
  19. „New school's cohort urged to focus on family, criminal law“. SUSS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აპრილი 2017. ციტირების თარიღი: 14 აპრილი 2017.
  20. SUSS BEng Aeropsace Systems. suss.edu.sg. ციტირების თარიღი: 14 April 2017
  21. SUSS BEng Electronics. suss.edu.sg. ციტირების თარიღი: 14 April 2017