შინაარსზე გადასვლა

სინათლის წელიწადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „სინათლის წელიწადი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ სინათლის წელიწადი (ჯგუფი).
სინათლის წელიწადი

მანძილი მზიდან
სიდიდე: სიგრძე
სიმბოლო (ქართ): სინ. წ.
სიმბოლო (საერთ): ly
ეკვივალენტები:
1 სინ. წ. 63240 ა. ე.
1 სინ. წ. 0.3069 პს
1 სინ. წ. 9.463×1012 კმ

სინათლის წელიწადი (აღნიშვნა: სინ. წ., ly) — მანძილი, რომელსაც გადის სინათლე ვაკუუმში 1 ტროპიკული წელიწადის განმავლობაში. იხმარება მანძილის ერთეულად ასტრონომიულ, უპირატესად პოპულარულ ლიტერატურაში.

საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის განსაზღვრების თანახმად სინათლის წელიწადი უდრის მანძილს, რომელსაც სინათლე გადის ვაკუუმში, გრავიტაციული ველების ზემოქმედების გარეშე, ერთი იულიუსისეულ წელში. სწორედ ეს განმარტება გამოიყენება სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურაში.

ადრე სინათლის წელიწადი ერქვა მანძილს, რომელსაც სინათლე გადის ერთი ტროპიკული წლის მაძილზე (ეპოქასთან 1900,0). ახალი განმარტება ძველისგან დაახლოებით 0,002 %-ით განსხვავდება. რადგან მანძილის გაზომვის ეს ერთეული არ გამოიყენება ზეზუსტი გაზომვებისთვის, პრაქტიკული სხვაობა ძველსა და ახალ განმარტებებს შორის არ არის.

სინათლის წელიწადის მნიშვნელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინათლის წელიწადის მნიშვნელობა როგორც მანძილის ერთეულის თავიდან ეჭვს ბადებს. სინამდვილეში კი, არსებობს საზომი ერთეულების საერთაშორისო სისტემა, რომლის შექმნას დიდი შრომა დაედო, შექმნილია გაზომვების უნიფიცირებისთვის, და ყოველი ახალი არასისტემური ერთეულის დამატებამ შეიძლება გამოიწვიოს არეულობა. მაგრამ ყოველი განზომილების ერთეული უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე პოზიციიდან ერთდროულად: იოლი გაზომვებში, იოლი მოხმარებაში და გაძლევდეს ნამდვის წარმოდგენას გაზომვის ობიექტის შესახებ.

ასტრონომიაში მანძილები უზარმაზარია, და გაზომვის სიზუსტე არ გაიზომება მეტრებში და არც კილომეტრებში. ამიტომ მეტრებში ასეთი მანძილების ჩაწერა არ არის პრაქტიკული. მეორე მხრივ მანძილის გაზომვა სინათლის მეშვეობით არ არის სარფიანი - უახლოეს ვარსკლავამდე სინათლეს დასჭირდება წლები. ამიტომაც უფრო ხშირად გვხვდება ერთეული პარსეკი, რომელიც გამოითვლება პირდაპირი დაკვირვებით.

მაგრამ სინათლის წელიწადის წარმოდგენა სავსებით აკმაყოფილებს თავის ნაკლებს სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურაში და ხდება მნიშვნელოვანი მეცნიერთათვის, რომლებიც უცხო ცივილიზაციების ძებნით არიან დაკავებული (პროექტი SETI). ნამდვილად, მანძილი, რომელიც იზომება სინათლის წლებით, მიგვანიშნებს, რომელი ვარსკლავისკენ არის საჭირო სიგნალის გაშვება, რათა პასუხი მისაღებ დროში მივიღოთ.

სინათლის წელიწადი ეკვივალენტურია:

მანძილი მეტრებში იოლია დასათვლელად: იულიუსისეული წლის ხანგრძლივობა 365,25 დღეა = 31 557 600 წამს. სინათლის სიჩქარე კი - 299 792 458 მ/წ. გადავამრავლოთ და მივიღებთ სასურველ პასუხს.

ასტრონომიული ერთეული - 149 597 870,610 მ. აქედან ვღებულობთ ასტრონომიული ერთეულს და პარსეკს სინათლის წლებში.

1983 წლამდე სინათლის წელი ითვლებოდა როგორც მანძილი გავლილი სინათლით ერთ ტროპიკულ წელში.

მანძილები სინათლის წლებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, სინათლის წელიწადი ხარისხობრივად განასხვავებს მანძილების მასშტაბებს ასტრონომიაში:

მასშტაბი მონაცემი აღწერა
წამები 40,4*10−9 სინ.წელი. მთვარემდე საშუალო მანძილი დაახლოებით 376 300 კმ-ია, ანუ დედამიწის ზედაპირიდან გაშვებულ ლაზერის სხივს ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირამდე მისაღწევად სჭირდება 1,2-1,3 წამი.
წუთები 15,8*10−6 სინ.წელი. ერთი ასტრონომიული ერთეული დაახლოებით უდრის 150 მლნ კილომეტრს. ანუ მზის ზედაპირიდან მომავალ სინათლის სხივს დედამიწამდე მოსაღწევად სჭირდება დაახლოებით 500 წამი ან 8 წუთი.
საათები 3,2*10−3 სინ.წელი. პიონერისა და ვოიაჯერის სერიის კოსმოსურ აპარატებზე, რომლებიც ტოვებენ მზის სისტემის საზღვრებს და ახლა რამდენიმე ასეული ასტრონომიული ერთეულის მანძილზე მდებარეობენ, დედამიწიდან გაშვებულ მოთხოვნებზე პასუხების მისაჭებად საჭიროა 14 საათი. ამხელა მანძილის დასაფარად ამ აპარატებს დასჭირდათ 30 წელი.
წელი 1,6 სინ.წელი. სავარაუდოდ, ოორტის ღრუბლის შიდა ნაპირი მზიდან 50 000 ა.ე. მდებარეობს, ხოლო გარე — 100 000 ა.ე., ამ მანძილის გასარბენად სინათლის სხივს სჭირდება დაახლოებით ორი წელი.
2,0 სინ.წელი. მზის გრავიტაციული გავლენის მაქსიმალური რადიუსი (ქილის სფერო) — დაახლოებით 125 000 ა.ე.
4,22 სინ.წელი. უახლოესი ვარსკლავი (მზის გამოკლებით), კენტავრის პროქსიმა მდებარეობს 1,3 პარსეკის ანუ 4,22 სინათლის წელიწადის მანძილზე.
ათასწლეული 26*103 სინათლის წელიწადი. ჩვენი გალაქტიკის ცენტრი მდებარეობს ~10 კპკ ჩვენგან, რაც შეადგენს ~30 000 სინათლის წელიწადს.
100*103 სინათლის წელიწადი. ჩვენი გალაქტიკის ანუ ირმის ნახტომის დიამეტრია 30 კპკ ანუ 100 000 სინათლის წელიწადი
მილიონი წელი 2,56 სინათლის წელიწადი. ჩვენგან უახლოესი გალაქტიკა, სპირალური გალაქტიკა ანდრომედა მდებარეობს 772 კპკ ანუ 2,5 მლნ სინათლის წლის მანძილზე
3,146 სინ.წელი. გალაქტიკა სამკუთხედი (M33) ჩვენგან 3,14 მლნ სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და არის ყველაზე მოშორებული ობიექტი რომლის დანახვა შეიძლება შეუიარაღებელი თვალით.
59*106 სინ.წელი. უახლოესი გალაქტიკების ნაკრები, ქალწულის ნაკრები მოშორებულია 59 მლნ სინათლის წლის მანძილით.
150*106 - 250*106 სინ.წელი. გრავიტაციული ანომალია დიდი ატრაქტორი მდებარეობს 150—250 მლნ სინათლის წლის მანძილზე.
მილიარდი წლები 1,2*109 სინ.წელი. სლოუნის დიდი კედელი - ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმონაქმნი სამყაროში, მისი ზომებია ~ 350 მპკ. იმისთვის რომ სინათლემ ერთი მხრიდან მეორეს მიაღწიოს მილიარდი წელი დასჭირდება.
13,6*109 სინ.წელი. სამყაროს ზომა. გამოითვლება სამყაროს ასაკის და ინფორმაციის გადაცემის უდიდესი შესაძლებელი სიჩქარის - სინათლის სიჩქარის მეშვეობით.
  • ასტრონომიული ერთეული კარგი სიზუსტით უტოლდება 500 სინათლის წამს, ე.ი. სინათლე მზისგან სინათლე დედამიწას 500 წამში აღწევს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. International Organization for Standardization. 9.2 Measurement units(ინგლისურად)
  2. БСЭ — Световой год[მკვდარი ბმული](რუსულად)