სიმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიმა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Oncorhynchus masou

სიმა, მასუ (ლათ. Oncorhynchus masou) — გამსვლელი თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 71 სმ, ხოლო წონა 9 კგ-ს აღწევს. გავრცელებულია წყნარი ოკეანის აზიის ნაპირებთან — კამჩატკიდან იაპონიამდე. ქვირითს ყრის ზაფხულში მდინარის ზემოთში და პატარა შენაკადებში. სიცოცხლის პირველ წლებში ცხოვრობს მდინარეებში, შემდეგ ზღვაში მიგრირებს. სამხრეთში წარმოქმნის ჯუჯა ცოცხალ ფორმას. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-6 წლისა. იკვებება წვრილი თევზითა და კიბოსნაირებით. სარეწაო მნიშვნელობისაა; აკლიმატიზაციისა და გამრავლების ობიექტია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სიმა&oldid=4193262“-დან