სიკოკუ (ძაღლი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიკოკუ
წარმოშობის ქვეყანა იაპონია
თვისებები
წონა 15-20 კგ.
სიმაღლე 46-55 სმ.
ბეწვი მრავალნაირი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
11-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

სიკოკუ (იაპონ. 四国犬) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია იაპონიაში უძველეს ხანაში.

ეს ძაღლი უძველესი დროიდან ცხოვრობდა იაპონურ პრეფექტურა კოტიში კუნძულ სიკოკუზე, სადაც სანადიროდ იყენებდნენ. 1937 წელს ის „ეროვნულ საგანძურად“ გამოაცხადეს. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის ბუდისტურ-სინოისტური კულტურა კრძალავს ძუძუმწოვრების ჭამას, მოშორებულ რაიონებში მაცხოვრებლები ზოგჯერ ნადირობდნენ და ამაში მათ ძაღლები ეხმარებოდნენ. შიკოკუ იმ უძველესი სანადირო ძაღლების ბოლო შთამომავალია. ამ ჯიუტ ქმნილებას უყვარს სხვა ძაღლებზე დომინირება, თუმცა მეგობარ ადამიანებთან ის საკმაოდ თვინიერია. სიკოკუ იშვიათი ჯიშია და იაპონიის გარეთ იშვიათად გვხვდება, თუმცა მის ბედზე ზრუნავს იაპონური ჯიშების დამცველი საზოგადოება.

სიკოკუს აქვს ძლიერი თათები, პატარა დაცქვეტილი ყურები. ბალანი მოკლე და უხეშია, შეიძლება იყოს ჟღალი, ჟღალი-ვეფხვისებრი და მუქი-ვეფხვისებრი. სიკოკუ კარგად უძლებს სიცივეს და სიცხეს. კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. მის ბალანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ძნელად იწვრთნება და ცუდი მოდარაჯეა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]