სვირის ნაეკლესიარი
სვირის ნაეკლესიარი — არქეოლოგიური ძეგლი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში. აგებულია შუა საუკუნეებში.
ნაეკლესიარი მდებარეობს სოფლის ტყეში. ტერიტორია მთლიანად დააფარულია ხე-მცენარეებით, ადგილობრივებს ადგილზე შეგროვებული თლილი ქვებით სამლოცველო ნიშა აქვთ მოწყობილი. სამლოცველოს გარშემო სხვადასხვა ადგილებში იკითხება კედლის ნაშთები.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39319