სვიატოპოლკ I

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სვიატოპოლკ I წყეული
Святополк Окаянный
Sviatopolk silver srebrenik.jpg
სვიატოპოლკის ვერცხლის Сребреник. მარჯვნივ მისი მთავრის ნიშანი ორკბილას სახით, რომლის მარცხენის ბოლო ჯვრითაა დაბოლოვებული
უკრაინა, კიევის დიდი მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1015, 1018
მმართ. დასასრული: 1016, 1019
წინამორბედი: ვლადიმირ I დიდი სვიატოსლავის ძე
მემკვიდრე: იაროსლავ ბრძენი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: მიახლოებით 979
გარდ. თარიღი: 1019
შვილები: იხ. ქვემოთ
დინასტია: რიურიკების დინასტია
მამა: ვლადიმირ I დიდი, ზოგი ვერსიით კი - იაროპოლკ სვიატოსლავის ძე
რელიგია: წარმართობა, მიიღო მართლმადიდებლობა
ხელმოწერა: Alex K Kyiv Michael.svg

სვიატოპოლკ I ვლადიმირის ძე, ნათლობაში პეტრე, ძველ რუსულ ისტორიოგრაფიაში — სვიატოპოლკ წყეული (მიახლ. 979—1019) — ტუროვის მთავარი (988), შემდეგ კი კიევის მთავარი 1015—1016 და 1018—1019, კიევის რუსეთის მმართველი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

წარმოშობა[რედაქტირება]

"პირველ მატიანეში" «Повесть временных лет» (მეორენაირად "ნესტორის მატიანე") მოთხრობილია, თითქოს ის გააჩინა ბერძენმა ქალმა, კიევის მთავარის იაროპოლკ სვიატოსლავის ძის ქვრივმა, რომელიც იაროპოლკის ძმას და მკვლელს ვლადიმირ I დიდს სვიატოსლავის ძეს ჰყავდა. მატიანე ამბობს რომ, ბერძენი ქალი მაშინ უკვე იყო ფეხმძიმედ (бе не праздна), ასე რომ, მისი მამა იყო იაროპოლკი. მიუხედავად ამისა ვლადიმირი მას საკუთარ კანონიერ შვილად თვლიდა (ყველაზე უფროსად) და მისცა მას საუფლისწულო მიწა ტუროვი. მემატიანე სვიატოპოლკს უწოდებს ორი მამის შვილს (от двою отцю) და ქარაგმით მიანიშნებს მთავრის მომავალ ბედზე: «от греховного плод злой бывает» ცოდვილობისაგან ნაყოფი ავი გამოდისო. არ არის გამორიცხული, რომ ეს ისტორია მოგვიანებით იყოს შეთხზული ლეგენდების საფუძველზე; უძველესი ნოვგოროდის მატიანის ტექსტში მიწერების გარეშე სვიატოპოლკს მოიხსენებს ვლადიმირის ვაჟად, ასევე წერს ტიტმარ მერზებურგელი. იყო ასევე ჰიპოტეზა, რომ სვიატოპოლკი არ იყო ბერძენი ქალის ვაჟი, არამედ ჩეხინის «чехини», ვლადიმირის ერთერთ პირველი ცოლის შვილი.

ამავე ნაწარმოებში ("Повесть временных лет") ვლადიმირის მეორე ვაჟი იაროსლავი, რომელიც გახდა კიევის დიდი მთავარი იაროსლავ ბრძენი, დაყენებულია სვიატოპოლკის წინ. ნოვგოროდის პირველ მატიანეში იაროსლავ ბრძენს უჭირავს მეოთხე პოზიცია, რომელიც ისტორიკოსების აზრით უფრო შეეფერება სინამდვილეს. გავრცელებული ჭორი სვიატოპოლკის ორი მშობლისაგან დაბადების შესახებ იძლევა საფუძველს ჩავთვალოთ რომ, ის დაიბადა ვლადიმირ I-ის კიევში შესვლის 7—9 თვის შემდეგ 978 წლის ივნისში, შესაბამისად სვიატოპოლკი შეიძლება დაბადებულიყო 979 წლის დასაწყისში.

ისტორიკოსების ნაწილი თვლის სადავოდ სვიატოპოლკის წარმომავლობას. ნ.კოტლიარი სვიატოპოლკის მონეტებზე დაყრდნობით თვლის, რომ თვითონ მთავარი თავისი წარმომავლობის დეკლარირებას ახდენს იაროპოლკისაგან. თუ კი ეს ვერსია შეეფერება სიმართლეს, მთავრების ნიშნების ინტერპრეტაცია საკმაოდ სადავოა (ორკბილა იყო მსტისლავ ვლადიმირის ძის მამაცის ნიშანზეც (რომელიც ტამანში იქნა ნაპოვნი), მაშინ ეს ამტკიცებს სვიატოპოლკის ცდას როგორმე განცალკევებულიყო განკერძოებულიყო ვლადიმირ I დიდის და მისი სხვა ვაჟებისაგან. ცნობილია, რომ 1018 წელს სვიატოპოლკმა აიყვანა მძევლად დედინაცვალი და იაროსლავის დები; ეს მეტად დაუშვებელი იქნებოდა მას რომ თავი ვლადიმირის ვაჟად ჩაეთვალა.

ქორწინება[რედაქტირება]

სვიატოპოლკი დაქორწინებული იყო პოლონეთის მთავრის ბოლესლავ I მამაცის ქალიშვილზე (პოლ. Bolesław I Chrobry). ის გაჩნდა მისი მესამე ქორწინებიდან ემგილდასთან სადღაც 991—1001 წწ. შორის (პირველ თარიღთან ახლოს) და გარდაიცვალა 14 აგვისტოს 1018 წ. მკვლევარების უმრავლესობა ქორწინებას ათარიღებენ 1013—1014 წწ., რადგან ითვლება რომ ეს მოხდა ზავის, მშვიდობის შედეგად, რომელიც დადებული იქნა პოლონეთთან, ბოლესლავის წარუმატებელი ლაშქრობის შემდეგ. სვიატოპოლკი ტუროვის ტახტზე იყო მიახლოებით 990 წლიდან, მისი მიწები ესაზღვრებოდა პოლონეთს და ამიტომაც სწორედ ის აირჩია ვლადიმირ I-მა როგორც პოლონეთის პრინცესის საქმრო.

მმართველობა და ძმების მკვლელობა[რედაქტირება]

XI საუკუნის რუსეთი

ვლადიმირის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ის კიევში დაპატიმრებული იყო თავის მეუღლესთან, პოლონეთის მთავრის ქალიშვილთან (პოლონეთის მეფის ბოლესლავ I მამაცის ქალიშვილი) და ცოლის საულიერი მამასთან, კოლობჟეგის (კოლბერგის) ეპისკოპოს რეინბერნთან ერთად, რომელიც ციხეში გარდაიცვალა. დაპატიმრების მიზეზი ალბათ, იყო ვლადიმირის განზრახვა ტახტი დაეტოვებინა საყვარელი ვაჟისათვის წმ. ბორის - როსტოვის მთავარს; აღსანიშნავია, რომ ვლადიმირის სხვა უფროსი ვაჟი, ნოვგოროდის მთავარი იაროსლავ ბრძენი ამავე დროს ასევე აუჯანყდა თავის მამას.

ვლადიმირის სიკვდილის შემდეგ 15 ივლისი 1015 წელი, სვიატოპოლკი სხვა ძმებთან შედარებით ყველაზე ახლოს აღმოჩნდა კიევთან ახლოს, გამოვიდა საპყრობილედან და ყოველგვარი სიძნელეების გარეშე ავიდა ტახტზე; მას ხალხმაც დაუჭირა მხარი და ბოიარებმაც, რომლებიც მის გარემოცვას წარმოადგენდნენ კიევის ახლოს ვიშგოროდში.

კიევში სვიატოპოლკმა მოასწრო ვერცხლის ფულის გამოშვება сребреник (ცნობილია 50 ასეთი მონეტა), რომელიც ჰგავს ვლადიმირ I დიდის ცერებრიანიკს. რომლის ავერსზე გამოსახულია მთავარი წრიული წარწერით: «Святополк на столе [престоле]» "სვიატოპოლკი ტახტზე". რევერსზე: მთავრის ნიშანი ორკბილის სახით რომლის მარცხენა ბოლო ჯვრით თავდება, და წარწერა: «А се его серебро» "ეს მისი ვერხლია". ზოგ მონეტაზე სვიატოპოლკი მოხსენებულია მისი თავისი ქრისტიანული სახელით პეტროს ან პეტორ.

ამავე ერთი წლის განმავლობაში მოკლულ იქნა სვიატოპოლკის სამი ძმა — როსტოვის მთავარი წმ. ბორისი, მურომის მთავარი წ. გლები და დრევლიანის მთავარი სვიატოსლავ ვლადიმირის ძე. მემატიანე ადანაშაულებს სვიატოპოლკს ძმების ბორისისა და გლების მკვლელობის ორგანიზაციაში, რომლებიც იაროსლავის დროს იყნენ ცნობილნი როგორც წმინდა წამებულნი და იყვნენ მამის მკვლელის მკვიდრი შვილები. მატიანის მიხედვით, სვიატოპოლკმა ვიშგოროდიდან გააგზავნა ხალხი ბორისის მოსაკლავად, როცა გაიგო რომ ძმა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. გლები მატიანის მიხედვით მან მამის სახელით მოიწვია კიევში, ხალხი გააგზავნა და გზაში მოაკვლევინა. სვიატოსლავი დაიღუპა, როდესაც ცდილობდა უნგრეთში გაქცეულიყო მკვლელებისაგან თავის დასაღწევად.

არსებობს სხვა ვერსიებიც ამის შესახებ. კერძოდ კი, სკანდინავიური საგა ეიმუნდის შესახებ სადაც მოიხსენიება ომი კონუნგ იარისლეიფსა (იაროსლავი) და მის ძმას ბურისლეიფს შორის, სადაც იარისლეიფმა დაიქირავა ვარიაგები ძმასთან საბრძოლველად და შედეგად იმარჯვებს. სახელი ბურისლეიფი ბევრის მიერ იდენტიფიცირდება ბორისთან, სხვა ვერსიის ეს არის პოლონეთის მეფის ბოლესლავ მამაცის სახელი.

იაროსლავთან ბრძოლა[რედაქტირება]

სვიატოპოლკის გაქცევა ბორის ჩორიკოვის ნახატზე

დაიწყო ბრძოლა ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად სვიატოპოლკსა და იაროსლავს შორის. 1016 წელს იაროსლავი წამოვიდა ძმის წინააღმდეგ ნოვგოროდისა და ვარიაგების ჯარებით. ჯარები ერთამანეთს შეხვდნენ ლუბეჩთან დნეპრზე, ვერც ერთი მხარე დიდი ხნის განმავლობაში ვერ ბედავდა პირველი გადასულიყო მდინარე და შეტევაზე გადასულიყო. ბოლოს კი იაროსლავმა დაიწყო შეტევა, რომელმაც გამოიყენა მომენტი როცა სვიატოპოლკი ქეიფობდა. კიევის მთავრის ჯარი გატეხილ იქნა და მდინარეში ჩაყარეს, იაროსლავი დაეპატრონა კიევს.

დამარცხებული მთავარი პოლონეთში გადავიდა, სადაც სიმამრს მეფე ბოლესლავ I-ს დახმარება სთხოვა. 1018 წელს პოლონელებისა და პეჩენიგების დახმარებით სვიატოპოლკი ბოლესლავი დაიძრნენ ლაშქრობით კიევზე. ჯარები ერთმანეთს მდინარე ბუგზე შეხდნენ სადაც, პოლონელებმა ბოლესლავის მეთაურობით დაამარცხა ნოვგორედელები, იაროსლავი ისევ ნოვგოროდში გაიქცა.

სვიატოპოლკმა ისევ დაიკავა კიევი. ბოლისლავის ჯარის (რომლებიც რუსულ ქალაქებში იდგნენ) შენახვა სვიატოპოლკმა არ ისურვა, ამიტომ მან გაწყვიტა კავშირი და პოლონელები გააძევა კიევიდან. ბოლესლავთან ერთად ბევრი ბოიარი წავიდა კიევიდან. ერთ წელზე ნაკლებ დროში ის სამხედრო ძალის გარეშე დარჩა, და ის იძულებული შეიქნა ისევ გაქცეულიყო კიევიდან როდესაც ვარიაგებთან ერთად იაროსლავი დაბრუნდა კიევში. კიევის მთავარმა მოუხმო სხვა მოკავშირეებს, პეჩენეგებს, და იმედოვნებდა მათი დახმარებით ძალაუფლების დაბრუნებას. გადამწყვეტ ბრძოლაში მდინარე ალტეზე (1019) მან განიცადა საბოლოო მარცხი. მარცხის შემდეგ სვიატოპოლკი გაიქცა პეჩენეგებთან, და მისი შემდეგი ბედი არ არის აღწერილი მატიანეში. ნესტორის მატიანის მიხედვით კი («Повести временных лет»), ძმების მკვლელი დასჯილი იქნა დამბლით და შეშლილობით: «…и расслабишася кости его, не можааше седети, несяхут и на носилех» — და გარდაიცვალა გაქცევის დროს. მისი გარდაცვალების ადგილი აღნიშნულია შემდეგნაირად ლიახებსა და ჩახებს შორის «между ляхы и чахы», ბევრი მკვლევარი ამ შენიშვნას არ აღიქვამენ უშუალოდ როგორც გეოგრაფიულ საზღვარს ჩეხეთსა და პოლონეთს შორის არამედ როგორც გამოთქმა «ღმერთმა იცის სად».

არსებობს ისლანდიური საგა «საგა ეიმუნდეზე», რომელიც მოგვითხრობს სამ ძმას შორის ბრძოლაზე: ბურიცლავი, რომელსაც სვიატოპოლკთან აიგივებენ[1], იარიცლეივი (იაროსლავ ბრძენი)[2] და ვარტისლავი, რომელსაც პოლოცკის მთავართან ბრიაჩისლავ იზიასლავის ძესთან აიგივებენ, იაროსლავის და სვიატოპოლკის ძმისშვილთან და არა ძმასთან[3].

ისტორიოგრაფია[რედაქტირება]

სვიატოპოლკი მატიანეში ცხოვრებით მოთხრობებში ბორისისა და გლების შესახებ ყველაზე უარყოფით პერსონაჟადაა გამოყვანილი (დაწყებული XI ს.), შუა საუკუნეების რუსულ ისტორიოგრაფიაში; სვიატოპოლკ წყეული ასეთი ეპითეტი აქვს ამ მთავარს მემატიანეებში.

შენიშვნები[რედაქტირება]

  1. საგა ეიმუნდეზე, შენიშ. 9.
  2. საგა ეიდმუნდეზე, შენიშ. 10.
  3. საგა ეიმონდეზე, შენიშ. 11.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  1. ნოვგოროდის პირველი მატიანე უფროსი და უმცროსი იზვოდებისა. — მოსკოვი-ლენინგრადი: «სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გაგოგც.», 1950. — 659 ფ.
  2. მიხაილ ალპატოვი რუსული ისტორიული აზრები და დასავლეთ ევროპა XII—XVII სს. — მ., 1973. 284 ფ.
  3. ა. ვრუბლოვსკი ცნობები რუსეთის შესახებ, პოლონელი მემატიანეს გალ მარტინის ქრონიკებში//უნივერსიტეტის გამომც. — კ., 1878. — N9. — ფ.41—58
  4. მ. გრუშევსკი უკრაინის ისტორია - Історія України-Руси. ტ. 2. — კ., 1992. 633 ფ.
  5. ვ. კოროლიუკი დასავლეთ სლავები და კიევის რუსეთი X-XI სს. — მ., 1964. ფ.73—108
  6. ნიკოლოზ კოტლიარი, ვ. სმოლი ცხოვრების აღწერის ისტორია ცხოვრების აღწერაში. — კ., 1990. 255 ფ.
  7. ა. მოოლჩანოვი კიდევ ერთხელ ტამანის ბრინჯაოს «ბრაკტეატეს» შესახებ // СА — 1982. N 3. С.223—226
  8. ა. ნაზარენკო 1017 წ. მოვლენები გერმანულ ქრონიკებში XII ს. და რუსულ მატიანებში // ძველი სახელმწიფოები სსრკ-ის ტერიტორიაზე. მათ. და გამოკვ. — 1980 წ. — მ., 1981. ფ. 175—184
  9. ა. ნაზარენკო ლუბეჩის ბრძოლის დათარიღება //მატიანეები და ქრონიკები. — სბ. სტ. 1984 წ. — მ., 1984. ფ.13—19
  10. მ. სვერდლოვი რუსეთი ტიტმარ მერზებურგელის ქრონიკებში // უძველესი სახელწიფოები სსრკ ტერიტორიაზე. მატ. და გამოკვკ. — 1975 წ. — მ., 1976. ფ.90—101
  11. ი. ტოლსტოი კიევის დიდი სამთავროს ძველი რუსული მონეტები. — სპბ., 1882, ფ.47—56
  12. ი. ტოლსტოი უძველესი რუსული მონეტები X—XI სს. — სპბ., 1893. 256 ფ.
  13. ფ. ფორტინსკი ტიტმარ მერზებერგელი და მისი ქრონიკა. — სპბ., 1872. 238 ფ.
  14. ვ. შუშარინი ძველი რუსული სახელმწიფოები დასავლე ევროპულ და აღმოსავლეთ ევროპულ შუასაუკუნეების ძეგლებში // ძველი რუსული სახელმწიფო და მისი საერთაშორისო მნიშვნელობა. — მ., 965. ფ.420—429.
  15. ა. ნაზარენკო ძველი რუსეთი საერთაშორისო გზებზე — მ.: რუსული კულტურის ენები, 2001.
  16. ლ. ვოიტოვიჩი აღმოსავლეთ ევროპის მთავართა დინასტიები (IX ს. ბოლო — XVI ს. დასაწყისი).
  17. ა. კარპოვი, იაროსლავ ბრძენი. — მ.:, მოლოდაია გვარდია, 2001.
  18. ა. კარპოვი ვლადიმირ წმინდა. — მ.: მოლოდაია გვარდია — რუსკოე სლოვო, 1997.
  19. ძველი რუსეთი საზღვარგარეთის წყაროების ჭრილში./ მელნიკოვის რედაქციით — მ.: ლოგოსი, 1999.