სერგიეთის მთავარანგელოზის ეკლესია
სერგიეთის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ სერგიეთში.
აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სერგიეთის მთავარანგელოზის ეკლესია ხასიათდება ორფერდა გადახურვით. ტაძარს აქვს წრიული, სამ ნაწილიანი აფსიდა. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით. ჩრდილოეთით და სამხრეთით — ორ-ორი სარკმელი, აღმოსავლეთით და დასავლეთით კი სამ-სამი სარკმელია მოქცეული. ტაძარი ნაშენია კლდის ნატეხი ქვით, კირის დუღაბზე.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5191