სენგოკუს პერიოდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტაკედუ შინგენის ქანდაკება

სენგოკუს პერიოდი (იაპონ. 戦国時代, სენგოკუ ძიძაი — „მეომარი პროვინციების ეპოქა“, (სახელწოდება შეიცავს ბმულს ჩინეთში მეომარი სამეფოების პერიოდისადმი) — იაპონიის ისტორიის პერიოდი XV საუკუნის მეორე ნახევრიდან XVIII საუკუნის დაწყებამდე. ეს პერიოდი დაიწყო ასიკაგას დინასტიის სიოგუნების მიერ ძალაუფლების დაკარგვის მომენტიდან, რამაც გამოიწვია სახელმწიფო მმართველობის დეცენტრალიზაცია და დასრულდა ტოკუგავას სიოგუნარის ჩამოყალიბებით (1603 წელი). [1]

პერიოდის ნიშნები არიან სიოგუნის მიერ პოლიტიკური ძალაუფლებისა და ავტორიტეტის დაკარგვა პოლიტიკურად აქტიური ბუსის თვალებში, რეგიონალური ავტონომიების შექმნა, და როგორც შედეგი, სხვადასხვა ინტენსიურობის „ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ“. უფრო დიდი და ძლევამოსილი სამურაული კლანები (ბუკე) ცდილობდნენ გაეძლიერებინათ საკუთარი სამთავროები.[1] უფრო მცირე სამთავროების შთანთქვით. ამის შედეგად დიდი კლანები უფრო ძლევამოსილნი ხდებოდნენ, ხოლო მცირენი - უფრო სუსტებოდნენ და ხშრად სულაც ქრებოდნენ. იმ დროის მრავალმა აზნაურმა ინტრიგებისა და ღალატის შედეგად ასევე შესძლეს საკუთარი კლანების დაფუძნება და იაპონიაში საკუთარი ძალაუფლების დამყარება. ამგვარ მთავრებს "სენგოკუ დაიმეს" (მეომარი თავადები) უწოდებდნენ.[1]

პერიოდის ცნობილი პიროვნებები[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Japanist.uCoz.org. (2010 . მარტი . 24)სენგოკუს პერიოდი. წაკითხვის თარიღი: 2000-03-24.