სენაკის პირველი სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სენაკის 1-ლი საჯარო სკოლა
დაარსდა: 1923
დირექტორი: ნინო გოგელიძე
ტიპი: საჯარო
მისამართი: რუსთაველის ქუჩა N 207, სენაკი, საქართველო
ტელეფონი:

სენაკის პირველი სკოლა — სკოლა საქართველოში, ქალაქ სენაკში. დაარსდა 1923 წელს.

სკოლის მშენებლობა 1923 წელს დასრულდა და მხოლოდ ერთ სართულიანი იყო. ამ ისტორიულ ნაგებობაში დღეს დაწყებითი კლასების ოთახებია განლაგებული. აღსანიშნავია, რომ ცნობილმა ქართველმა ფალავანმა ნესტორ ესებუამ 1919 წელს ჭიდაობიდან აღებული ფულიდან 400 მანეთი შესწირა სენაკის სკოლის მშენებლობას.

მისი რეკონსტრუქცია რამდენიმეჯერ მოხდა, ამჟამად სკოლას ოთხი სართული აქვს, სპორტულ დარბაზთან და დაწყებით სასწავლებელთან ერთად. 2008 წელს სკოლას შემოუერთდა მეორე სექტორი ყოფილი მე-4 სკოლა, რამაც შენობის ფართობი და მოსწავლეთა ოდენობა კიდევ უფრო გაზარდა.

სკოლაში ამჟამად 100 მასწავლებელი ასწავლის. მოსწავლეთა რაოდენობა კი 1133-ს აღწევს. პირველმა სკოლამ 2011 წელს ჩატარებულ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურს უმასპინძლა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]