სეკრეცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სეკრეცია

სეკრეცია (ლათ. secretio – გამოყოფა) — მომრგვალო ფორმის მინერალური აგრეგატი, რომელიც წარმოიქმნება კრისტალური ან კოლოიდური ნივთიერებით ქანებში არსებული სიღრუეების ამოვსებით. სეკრეციისთვის დამახასიათებელია მინერალური ნივთიერების კონცენტრულ-შრეებრივი დალექვა სიღრუის კედლიდან ცენტრისაკენ. ცალკეული შრეები ერთმანეთისაგან განსხვავდება ფერითა და შედგენილობით. სეკრეციის ცენტრში ხშირად დრუზაა განლაგებული. მსხვილ სეკრეციას ჟეოდა ეწოდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]