სეისმოგრაფი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
სეისმოგრაფი (სეისმო...და ბერძნ. graphō - ვწერ) (ან სეისმომეტრი, ბერძნ. seismos = მიწისძვრა, და metero = ვზომავ) — მიწისძვრისა და სეისმოძიების დროს დედამიწის ქერქის რხევების ჩასაწერი ხელსაწყო.
თანამედროვე (ციფრული) სეისმოგრაფი შედგება 2 ნაწილისგან: სეისმო მიმღები (სენსორი) და ანალოგური სიგნალის ციფრულად გარდამქმნელი (მონაცემთა შემდგომი დაგროვების ან გადაცემის შესაძლებლობით).
პირველი ქართული წარმოების სეისმოგრაფი ”ტურა-1” შეიქმნა 2004 წელს, საქართველოს ერთიანი სეისმური დაცვის სამსახურში, ინჟინერთა ჯგუფის მიერ დავით ჩხაიძის ხელმძღვანელობით.
სტატიის