საყარაულოს არქეოლოგიური ძეგლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საყარაულოს არქეოლოგიური ძეგლები — სხვადასხვა დროის არქეოლოგიური ძეგლები, რომლებიც განლაგებულია ყოფილი სოფელ საყარაულოს (თიანეთის მუნიციპალიტეტი), დასავლეთით, ჩეკურაანთ გორის ხევის მარცხენა ნაპირზე, სიონის წყალსაცავის მარჯვენა ნაპირზე. 1963 წელს გათხარეს (დ. მუსხელიშვილი, რ. რამიშვილი) ორ იარუსად განლაგებული 10 ქვაყრილიანი ორმოსამარხი. მოპოვებული ნივთების (ბრინჯაოს სამაჯურები, საწვივე რგოლი, რკინის შუბისპირი, თიხის ლეგა ჭურჭელი და სხვა) მიხედვით სამაროვანი ძვ. წ. X—VIII საუკუნეებს მიეკუთვნება. სამაროვნის ქვეშ 2—2,5 მ სიღრმეზე ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარია.

სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები, განვითარებული შუა საუკუნის ქვის სამარხები და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რამიშვილი რ., ჯორბენაძე ბ., ერწო-თიანეთის არქეოლოგიური ექსპედიის სადაზვერვო მუშაობის შედეგები, «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1978, № 1;