საქობოს წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქობოს წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეეგლი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში, აგებულია XVI-XVIII საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზულია დასავლეთიდან მინაშენით. ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთით კუთხეებში მომრგვალებული საკურთხეველი აქვს. სარკმლის ორივე მხარეს მაღალი თაღოვანი ნიშებია. დარბაზისგან კანკელითაა გამოყოფილი, რომელიც გვიანი შუა საუკუნეების კახეთში გავრცელებულ კანკელებს იმეორებს, თუმცა ისეთი სახეცვლილია, რომ მისი სიძველის დადგენა რემონტის ფენის მოხსნის გარეშე შეუძლებელია. დასავლეთიდან მინაშენი აქვს, რომელიც სტოას როლს ასრულებს, თავის დროს ის ორსართულიანი სამრეკლო უნდა ყოფილიყო, მსგავსად ხოშატიანის, ყარაჯაანთ საყდრის, გურგენიანში შემორჩენილი ეკლესიის და სხვა ნაგებობებისა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26770