საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სსრკ მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი — ჩამოყალიბდა თბილისში 1929 წელს. ინსტიტუტს ჰქონდა 8 განყოფილება და 4 ლაბორატორია, აგრეთვე ექსპერიმენტული ბაზები ალაზნის ველზე, სამგორში, ქართლში, კოლხეთსა და მდინარე არაგვის აუზში. ინსტიტუტში მიმდინარეობდა კვლევითი სამუშოები სამთო მიწათმოქმედების პირობებისათვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების რწყვის რეჟიმისა და ტექნიკის, კოლხეთის დაჭაობებული ნიადაგების დაშრობისა და ათვისების, სამელიორაციო ჰიდროტექნიკური ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციის, წყლისმიერი ეროზიის, წყალდიდობისა და ღვარცოფების პროგნოზირების, კალაპოტის მდგრადობისა და სამელიორაციო ნაგებობების საიმედოობის გაანგარიშებისა და სხვა დარგებში. ინსტიტუტი აქვეყნებდა სამეცნიერო შრომების კრებულს. ჰქონდა ასპიტანტურა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]