საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია
ქვეყანა საქართველო
www.mofacademy.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია — წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც მოწოდებულია საზოგადოების ყველა სეგმენტს შესთავაზოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და მოთხოვნებზე მორგებული მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამები და ტრენინგები.

ფინანსთა სამინისტროს აკადემია უზრუნველყოფს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა ცოდნის განვითარებასა და პროფესიული უნარების განმტკიცებას, კარიერის მდგრადი განვითარებისა და თვითრეალიზების შესაძლებლობების გაზრდას.

აკადემია სხვა სახელმწიფო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის სანდო პარტნიორია სასურველი სწავლებისა და საჭირო უნარების განვითარების უზრუნველყოფაში. აკადემია ზრუნავს აღნიშნულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე, აწვდის მათ აუცილებელ ცოდნასა და გამოცდილებას ეკონომიკური თუ ფინანსური მიმართულებით. მოთხოვნის შემთხვევაში კი ახორციელებს სხვადასხვა პროფესიული უნარების განვითარებაზე მიმართულ სასწავლო ხასიათის პროექტებს.

აკადემია თანამშრომლობს მაღალკვალიფიციურ ტრენერებსა და დარგის ექსპერტებთან, ფინანსთა სამინისტროს სისტემის სპეციალისტებთან, რათა საზოგადოებას შეთავაზოს მაღალი ხარისხის, თანამედროვე, პრაქტიკული, მოქნილი და მსმენელთა მოთხოვნებზე მორგებული სასწავლო პროგრამები.

აკადემიის მისია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მისიაა საზოგადოების უზრუნველყოფა მაღალი ხარისხის სასერტიფიკატო და ტრენინგპროგრამებით, ადამიანური რესურსის პროფესიონალიზმის დონის ამაღლების და კომპეტენციების გაძლიერების მიზნით.

აკადემიის გეგმაა წვლილი შეიტანოს საზოგადოების ეკონომიკურ წინსვლაში და იყოს სამაგალითო კორპორატიული მოქალაქე ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე. აკადემიის მიზანია დაააკმაყოფილოს საქართველოში არსებული საჭიროებები პროფესიული ცოდნის, უნარებისა და განვითარების მხრივ, მისი მომხმარებლების, თანამშრომლების თუ საზოგადოებისთვის სასარგებლო და ღირებული ინფორმაციის მოპოვების, ანალიზისა და გავრცელების გზით.

აკადემიის ხედვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკადემიის ხედვაა, ცოდნის ბაზარზე ოპერირებდეს, როგორც მოქნილი საგანმანათლებლო ტრენინგებისა და პროგრამების უზუნველმყოფი ერთგული პიონერი, იყოს ცნობადი როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ დონეზე. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად აკადემია სახელმწიფო ინსტიტუციებსა თუ კერძო სექტორს შესთავაზებს მათ საჭიროებებზე მორგებულ და შედეგზე ორიენტირებულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, მაღალი ხარისხის მომსახურებას, თანამედროვე მეთოდოლოგიისა და ციფრული მიდგომების გათვალისწინებით, რაც ფინანსურად და ეკონომიკურად განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბების საფუძველია.

საერთაშორისო თანამშრომლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკადემია საერთაშორისო ორგანიზაციების სანდო პარტნიორია. მათ შორისაა: საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GiZ), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ბანკი (WB) და სხვა აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციები.

საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, აკადემიამ განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა გავლენით გაიზარდა საზოგადოების ჩართულობა საერთაშორისო სასწავლო კურსებში და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა საერთაშორისო დონის განათლების მიღება როგორც საქართველოში, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ.

აკადემიის განახლებული სტრატეგია გულისხმობს თანამშრომლობის მეტად გაღრმავებას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან, გამოცდილების გასაცვლელად, სწავლების თანამედროვე მეთოდების დასანერგად და ერთობლივი სასწავლო პროექტების განსახორციელებლად.

სტრატეგიის მიხედვით ასევე იგეგმება სხვადასხვა პროექტების განხორციელება პარტნიორი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნითაც.

აკადემიის აქტივობა საერთაშორისო ღონისძიებებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინანსთა სამინისტროს აკადემია, ორიენტირებულია ხარისხის გაუმჯობესებასა და მის განვითარებაზე. გამომდინარე აქედან აკადემიამ გადაწყვიტა საგანმანათლებლო დაწესებულებების აქამდე არსებული ხარისხის მენეჯმენტ სისტემის საერთაშორისო სტანდარტის გაუმჯობესება და ამასთან ახალი სტანდარტის დანერგვა, რაც წარმატებით განახორციელა. აკადემიამ მიიღო ISO 21001:2018 სერტიფიკატი და მოახდინა ISO 9001:2015 -ის რესერტიფიცირება.

აღნიშნულის შესაბამისად აკადემია კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობით შეძლებს: მომხმარებელზე ორიენტირებული ხარისხის პოლიტიკისა და მიზნების განხორციელებას, მონაწილეთა და სხვა დაინტერესებული მხარის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მენეჯმენტის, ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო პროცესების მუდმივ გაუმჯობესებას, თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, აკადემიის კონკურენტუნარიანობისა და ფინანსური დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი პროცესებისა და პროცედურების მუდმივ გაუმჯობესებას.

ახალი ISO 21001:2018-ის მიღება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ გზისკენ, რასაც აკადემია გადის თანამედროვე, საერთაშორისო დონის, ხარისხზე ორიენტირებული სასწავლო დაწესებულების ჩამოყალიბებაში.


ფინანსთა სამინისტროს აკადემია ACCA-ს ვერცხლის პარტნიორია.

პროგრამის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით აღიაროს უმაღლესი ხარისხის სწავლების პროვაიდერები და მხარი დაუჭიროს ACCA პროგრამის სწავლების პარტნიორებს, რათა ერთად უზრუნველყონ სტუდენტების წარმატებული საერთაშორისო კარიერა.

ACCA წარ­მო­ად­გენს მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ავტორიტეტულ ბრიტანულ ორგანიზაციას საბუღალტრო და ფინანსური განათლების სფეროში, რომლის სერტიფიკატს მსოფლიო მასშტაბით ბიზნესის სფეროს უმსხვილესი დამსაქმებლები ენდობიან.


ფინანსთა სამინისტროს აკადემია საერთაშორისო ციფრული პლატფორმა Credly-ის წევრია.

პლატფორმა Credly თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან როგორიცაა: Project Management Institute, Pearson და სხვა. ასევე, ორგანიზაციების: Microsoft, Google, IBM სერვისებს და პროდუქტებს ანიჭებს ციფრულ სერტიფიკატებს.

აღნიშნული ციფრული სერტიფიკატის უპირატესობად მიიჩნევა მისი მდგრადობა, სანდოობა და ონლაინ ვერიფიცირების შესაძლებლობა, რის შედეგად დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს ინფორმაცია თუ რა უნარები და ცოდნა შეიძინა ელექტრონული სერტიფიკატის მფლობელმა ამა თუ იმ სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ.

პლატფორმის დამატებითი ფუნქცია და მიზანია სოციალურ ქსელში Facebook, LinkedIn, Twitter და ელ-ფოსტაზე სერტიფიკატის გაზიარება და სასწავლო ორგანიზაციის თუ კურსის პოპულარაზიცია.

როგორც ინოვაციაზე და სიახლეებზე ორიენტირებულმა ორგანიზიაციამ, გადავწყვიტეთ საქართველოს მასშტაბით პირველებმა დავნერგოთ აღნიშნული სერვისი და გავცეთ ციფრული სერტიფიკატები.

ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში მსგავსი სიახლის დანერგვა მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე, აკადემიის მსმენელებისთვის.

აკადემიის სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დირექტორის მოადგილე - პროგრამების მართვის სამსახური - პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი - პროექტების კოორდინატორი (რაოდენობა 3) - პროფესიული განვითრებისა და შეფასების მენეჯერი - პროფესიული განვითარების კოორდინატორი;

რეგიონული პროექტების სამსახური - რეგიონული პროექტების სამსახურის უფროსი - რეგიონული სამსახურის კოორდინატორი;

  • საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი;
  • საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური - საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი - საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი - საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი;
  • ადმინისტრაციული სამსახური - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი - ფინანსური მენეჯერი - ფინანსური უზრუნველყოფის კოორდინატორი - სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორი - სამართლებრივი უზრუნველყოფის კოორდინატორი - საქმისწარმოების კოორდინატორი - ადმინისტრაციული უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის მენეჯერი - ადმინისტრაციული უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის კოორდინატორი;

აკადემიის ხელმძღვანელი პირები შექმნის დღიდან დღემდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ხელმძღვანელი  - ტარიელ ჭულუხაძე
  1. ტარიელ ჭულუხაძე - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი (2018 წლიდან დღემდე)
  2. თამარ ჯაფარიძე - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი (2013-დან 2018-მდე)
  3. სერგო ნოზაძე - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი (2011-დან 2013-მდე)



რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]