საქართველოს სსრ პედაგოგიური საზოგადოება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს სსრ პედაგოგიური საზოგადოება — საქართველოს სსრ მასწავლებელთა, პედაგოგიკისა და სახალხო განათლების დარგის მეცნიერ და პრაქტიკოს მუშაკთა ნებაყოფლობითი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1961 წელს თბილისში. საზოგადოება ატარებდა ყრილობებს. საზოგადოებას ჰქონდა განყოფილებები აფხაზეთისა და აჭარის ასსრ-ებსა და სამხრეთ ოსეთის აო-ში, აგრეთვე საზოგადოებრივ საწყისებზე არსებული რაიონული და საქალაქო საბჭოები (მათში შემავალი პირველადი ორგანიზაციები) საქართველოს სსრ ყველა რაიონსა და ქალაქში. საზოგადოება გამოსცემდა სამეცნიერო-მეთოდურ ლიტერატურას, აჯილდოებდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიით და საზოგადოების საპატიო სიგელით საზოგადოების დაარსებიდან უცვლელი პრეზიდენტი აკადემიკოსი დ. ლორთქიფანიძე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]