საქართველოს სსრ კანონი სასამართლო წყობილების შესახებ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს სსრ კანონი სასამართლო წყობილების შესახებ — სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღო საქართველოს სსრ უმაღლესმა საბჭომ 1981 წლის 25 ნოემბერს. მასში სრულადაა ასახული მართლმსაჯულების კონსტიტუციური ნორმები და სსრკ და მოკავშირე რესპუბლიკების კენონმდებლობის 1958 საფუძვლები სასამართლო წყობილების შესახებ სსრკ-ში (1980 რედაქციით). კანონი შედგება 4 კარისა და 79 მუხლისაგან. პირველ კარში გადმოცემულია ზოგადი დებულებები მართლმსაჯულების მხოლოდ სასამართლოს მიერ განხორციელების, სასამართლოს ამოცანების, კანონისა და სასამართლოს წინაშე მოქალაქეთა თანასწორობის, კანონის ზუსტი შესაბამისობით მართლმსაჯულების განხორციელების, მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მათი მხოლოდ კანონისადმი დამორჩილების შესახებ და სხვა. II-IV კარებში გათვალისწინებულია საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ უმაღლესი სასამართლოების, თბილისის საქალაქო სასამართლოს, სამხრეთ ოსეთის აო საოლქო სასამართლოს, რაიონული (საქალაქო) სახალხო სასამართლოების არჩევის წესის, შემადგენლობის, უფლებამოსილების შესახებ და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]