საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი — არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2005 წელს. მდებარეობს საქართველოს დედაქალაქ თბილისში. მისიაა აქტიური მონაწილეობა საქართველოს სადაზღვევო სისტემის განვითარების პროცესში საზოგადოებისათვის აქტუალური უმაღლესი ხარისხისა და ფასეულობის კვლევითი, ანალიტიკური და საკონსულტაციო საქმიანობის გზით პროფესიონალიზმის, ღირსებისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით. სტრატეგიული მიზნებია: ხელშეწყობა საქართველოს სადაზღვევო სისტემის განვითარებაში, სადაზღვევო კულტურის ზრდაში და სადაზღვევო სისტემის წევრთა უფლებების დაცვაში. ჩატარებული აქვს სხვადასხვა სახის პროექტი, მათ შორის: სამედიცინო დაზღვევა: დაზღვეულთა უფლებები — პრევენცია და კონტროლი (2009-2010) და საჯარო დაზღვევა: მოქალაქეთა ჩართულობა სადაზღვევო პროცესებში.