საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისახელმწიფოს 100%-იანი მონაწილეობითა და მფლობელობით დაარსებული სააქციო საზოგადოება. დაარსდა 2010 წლის 13 დეკემბერს. მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის რეალიზაციას, შესაბამისი ფონდების მოძიების, პროექტების განვითარებისა და მათი ეფექტიანი განხორციელების გზით.[1]

ფონდის საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს მომსახურების გაწევა ენერგეტიკის სფეროში, რაც მოიცავს საპროექტო და კვლევით, იურიდიულ და ფინანსურ მომსახურებებს. მის ძირითად ამოცანას წარმოადგენს განახლებადი ენერგიის წყაროების პერსპექტიული პროექტების მოძიება და განვითარების ხელშეწყობა, აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე ფონდი ახორციელებს:[1]

  • წინასწარი კვლევითი სამუშაოების ჩატარებას;
  • პროექტების წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასებას;
  • პროექტის გარემოზე ზემოქმედების წინასწარი შეფასებას;
  • ინვესტორების მოძიებას და დაინტერესებას არსებული პროექტებით.

ფონდი წილებს ფლობს ან ფლობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“, სს „ნამახვანი“, შპს „ახალსოფელი ჰესი“ და სხვ.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ჩვენს შესახებ. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-07. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2021
  2. შვილობილი კომპანიები. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-07. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2021