საქანელას ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქანელას ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ძველი თბილისის რაიონი
ისტორიული რაიონი ვერე
წინა სახელები კარუსელის დაღმართი, კარუსელის ქუჩა, ანდეზიტის ქუჩა

საქანელას ქუჩაძველი თბილისის რაიონი (ვერე): მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას სანაპირომდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს. შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც კარუსელის დაღმართი, 20-იან წლებში ეწოდა კარუსელის ქუჩა. 1934 წლის გეგმაზე დატანილია ანდეზიტის ქუჩის სახელწოდებით. თბილისის ქუჩების 1960 წლის ცნობარში შეტანილია როგორც საქანელის ქუჩა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]