საფრანგეთის კონსულობა
(გადამისამართდა გვერდიდან საფრანგეთის კონსულატი)
კონსულობა — საფრანგეთის ისტორიის პერიოდი, როდესაც ძალაუფლება პრაკტიკულად გენერალ ნაპოლეონ ბონაპარტის ხელში იყო. საფრანგეთში კონსულატის მმართველობა დაიწყო 1799 წლის 9 ნოემბერს (18 ბრიუმერს), როდესაც ნაპოლეონმა სახელმწიფო გადატრიალება და დირექტორიის დამხობა მოახერხა და დასრულდა 1804 წლის 14 მაისს, როდესაც ნაპოლეონი იმპერატორად ეკურთხა.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1799 წლის კონსტიტუცია დაარქივებული 2018-04-19 საიტზე Wayback Machine.