სარკინეთის შიო მღვიმელის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სარკინეთის შიო მღვიმელის ეკლესია — კლდეში ნაშენი ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში. ექვემდებარება ურბნისისა და რუისის ეპარქიას. ეკლესიის გაიხსნა და იკურთხა 2011 წლის 20 ოქტომბერს, მიტროპოლიტ იობის მიერ.

ტაძარში შესვლა დაახლოებით 5-მეტრიანი დერეფნიდან არის მოსახერხებელი, რომელიც კლდეშია გაჭრილი. მეუფე იობის განცხადებით, XIV საუკუნის შემდეგ საქართველოში კლდეში ეკლესია აღარ აშენებულა და სარკინეთის შიო მღვიმელის ეკლესია XIV საუკუნის შემდეგ პირველია, რომელიც კლდის გამოქვაბულში აშენდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]