სან-პაულუს მეტროპოლიტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სან-პაულუს მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: ბრაზილია ბრაზილია
ქალაქი სან-პაულუ
გახსნის თარიღი 1974 წ.
ხაზის სიგრძე 61,3 კმ.
სადგურთა რაოდენობა 55
ხაზთა რაოდენობა 4
მგზავრები დღეში 3,2 მლნ.
მგზავრები წელიწადში 845 მლნ
ხაზების სქემა

სან-პაულუს მეტროპოლიტენი (პორტ. Metropolitano de São Paulo или просто Metrô) — მეტროპოლიტენის სისტემა ქ. სან-პაულუში. წარმოადგენს პირველ და უმსხვილეს მეტროპოლიტენს ბრაზილიაში, აგრეთვე ყველაზე დიდი დატვირთვის მეტროპოლიტენს სამხ. ამერიკაში. გაიხსნა 1974 წ.-ს. ხაზთა სიგრძეა 61,3 კმ.. მეტროპოლიტენი შედგება 4 ხაზისა და 55 სადგურისაგან. დღიური მგზავრთა რაოდენობა 3 200 000 ადამიანია (2008 წ.-ის მონაცემებით). ხაზთა განსხვავება ხდება ნომრებისა და ფერების მიხედვით: ხაზი 1 - ცისფერი, ხაზი 2 - მწვანე, ხაზი 3 - წითელი და ხაზი 5 - ლილისფერი. ხაზი 5 ქალაქის სამხ.-დას. ნაწილშია და არ უკავშირდება, დანარჩენ 3 ხაზს. ხაზი 4 - ყვითელი, ამჟამად მშენებლობის პროცესშია და მისი გახსნა იგეგმება 2010 წლისთვის.

მეტროს სამუშაო გრაფიკი - დილის 4:40-დან შუაღამემდე.

მეტროპოლიტენის 1 ხაზი სან-პაულუში

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი ხნის განმავლობაში, სან-პაულუში, ისევე როგორც, სრულიად ბრაზილიაში, მეტროპოლიტენს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა. ძირითადი ძალისხმევა იხარჯებოდა ავტოტრანსპორტის განვითარებისათვის. მეტროს მშენებლობა სან-პაულუში დაიწყო 1968 წლის დეკემბერში, ხაზით Norte-Sul (ჩრ.-სამხ.), მოგვიანებით ხაზი 1 - ცისფერი. პირველი მატარებელი, მარშრუტით ჟაბაკუარა - საუდი, გავიდა 1972 წ.-ს. კომერციული ექსპლუატაცია კი დაიწყო 1975 წ.-ს.


ხაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# სახელი სადგური გახსნის თარიღი სიგრძე, კმ. სადგურთა რაოდენობა
1 ხაზი 1 - Azul Tucuruvi ↔ Jabaquara 1974 20,2 23
2 ხაზი 2 - Verde Vila Madalena ↔ Alto do Ipiranga 1991 10,7 12 (14)
3 ხაზი 3 - Vermelha Palmeiras-Barra Funda ↔ Corinthians-Itaquera 1979 22 18
4 ხაზი 4 - Amarela Luz ↔ Vila Sônia 2010 (12,8) (11)
5 ხაზი 5 - Lilás Capão Redondo ↔ Largo Treze 2002 8,4 (21) 6 (16)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]