სამხრეთის რედ-რივერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამხრეთის რედ-რივერი — მდინარე აშშ-ში, მის სამხრეთ ნაწილში, მისისიპის მარჯვენა შენაკადი. მდინარის სიგრძეა 2050 კმ, უაზის ფართობი 233 ათასი კმ2. სათავე აქვს ლიანო-ესტაკადოს პლატოზე, კვეთს მექსიკისპირა დაბლობს და ქვემოთში იტოტება, ერთი ტოტით ერთვის მისისიპის, ხოლო მეორეთი წყალდიდობისას მექსიკის ყურეს. საზრდოობს წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. წყალმცირეა ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში. საშუალო დონეების დროს სანაოსნოა ქალაქ შრივპორტიდან. მდინარეზე აგებულია წყალსაცავი და ჰიდროელექტროსადგური.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]