სამღვდელთმთავრო ამბიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამღვდელთმთავრო ამბიონიმართლმადიდებლურ ეკლესიაში ტაძრის შუაში მოწყობილი ორსაფეხურიანი ამაღლებული ფიცარნაგი, რომელიც სამღვდელთმთავრო მსახურებაზე გამოიყენება. ამბიონზე მღვდელთმთავარი იმოსება და ზოგიერთ მსახურებას, მაგალითად, პარაკლისებსა და პანაშვიდებს ასრულებს; ხოლო ლიტურგიის დროს მასზე მცირე შესვლამდე იმყოფება. ამბიონზე მღვდელთმთავრისსათვის იდგმება დასაჯდომელი, რომელსაც კათედრა ეწოდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მცირე საეკლესიო ენციკლოპედია“, «საქართველოს ეკლესიის 2005 წლის კალენდარი», თბ. 2004, გვ. 109-110