სამსე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მშობ. სახელი: Samsø | |
|---|---|
მდებარეობა |
|
| გეოგრაფია | |
| მდებარეობა | კატეგატის სრუტე |
| კოორდინატები | / |
| ფართობი | 112 კმ² |
| უდიდესი ქალაქი | ტრანებიერგი |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | 4 010 (2010) |
| სიმჭიდროვე | 35,8 /კმ² |
სამსე (დან. Samsø) — დანიის კუნძული კატეგატის სრუტეში, იუტლანდიის ნახევარკუნძულიდან 15 კმ-ის მოშორებით. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება სამსეს მუნიციპალიტეტს. ამ გაერთიანების ფართობი 114 კმ²-ია, მოსახლეობა კი 4 300 ადამიანს შეადგენს.[1] ცენტრალური მდებარეობის გამო, ჯერ კიდევ ვიკინგების ხანაში სამსეს დიდი დატვირთვა გააჩნდა. სახელის წარმომავლობა უცნობია.[2]
1997 წელს, სამსემ გაიმარჯვა სამთავრობო შეჯიბრში და ალტერნატიული ენერგიის წარმოების მოდელი გახდა მთელ ქვეყანაში. დღეისათვის, მისი ელექტროენერგიის 100% ქარის ელექტროსადგურების მიერ იწარმოება.[1][3]
გალერეა [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 Denmark's Wind of Change
- ↑ Politikens nudansk ordbog (1992), entry: Samsø
- ↑ The Island in the Wind