სამპსონიევსკის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამპსონიევსკის ხიდი
რუს. Сампсониевский мост
კოორდინატები: 59°57′28″ ჩ. გ. 30°20′13″ ა. გ. / 59.95778° ჩ. გ. 30.33694° ა. გ. / 59.95778; 30.33694
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო, ტრამვაის
გადებულია დიდი ნევკა
სიგრძე 193 
სიგანე 27,7 
გახსნის თარიღი 1806 წ.
რეკონსტრუქცია 1847, 1871, 1889, 1908, 2000-2001 წწ.
სამპსონიევსკის ხიდი — რუსეთი
სამპსონიევსკის ხიდი
სამპსონიევსკის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
სამპსონიევსკის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

სამპსონიევსკის ხიდი (რუს. Сампсониевский мост) — ტრამვაის, საფეხმავლო და საავტომობილო გასახსნელი ხიდი სანქტ-პეტერბურგში, მდინარე დიდ ნევკაზე. ერთმანეთთან აკავშირებს მდინარე ნევის მარჯვენა სანაპიროსა და პეტროგრადის კუნძულს. ხიდის სიგრძეა 193 მეტრი, ხოლო სიგანე — 27,7 მეტრი.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს კუიბიშევის ქუჩასა და პეტორგრადის სანაპიროს ფინეთის პროსპექტთან და პიროგოვის სანაპიროსთან.

ხიდთან ახლოს მდებარეობს გემი-მუზეუმი ავრორა, სასტუმრო „სანქტ-პეტერბურგი“ და ნახიმოვის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი.

დინების ქვემო მიმართულებით მდებარეობს გრენადერის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურია „ლენინის მოედანი“ და „გორკოვსკაია“.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1784 წლიდან ეწოდება ვიბორგის ხიდი. თანამედროვე სახელწოდება მიიღო 1822 წელს სამპსონიევსკის დიდი პროსპექტის მიხედვით. ზოგჯერ ხიდს უწოდებენ ჰოსპიტალის ხიდს ახლოს მდებარე სამხედრო-ქვეითი ჰოსპიტალის მიხედვით. 1923 წლის 6 ოქტომბერს ხიდს ეწოდა თავისუფლების ხიდი, ხოლო 1991 წლის 4 ოქტომბერს დაუბრუნდა ისტორიული სახელწოდება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1806 წლიდან აქ მდებარეობდა გრენადერის მცურავი ხიდი, რომელიც შემდეგ გადაიტანეს სხვა ადგილზე. 1847 წელს ააგეს ხის 13-მალიანი ხიდი. გასახსნელი იყო ვიბორგის მხრიდან მეორე მალა. ხიდის სიგრძე იყო 242 მეტრი, სიგანე — 12,7 მ. ხიდი იხსნებოვა ხელით. 1862-1871 წლებში ხიდი კაპიტალურად გარემონტდა ისე, რომ შეინარჩუნეს ძველი კონსტრუქცია. 1877 წელს ხიდი გაამაგრეს კონკის გზის გაყვანასთან დაკავშირებით.

XX საუკუნის დასაწყისში ხიდი საკმაოდ მოძველებული იყო. 1907-1908 წლებში ტრამვაის ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით შეადგინეს მუდმივი ხიდის ორი პროექტი მეტალისა და რკინა-ბეტონის, რომლის ავტორიც იყო გ. გ. კრივოშეინი. ქალაქის კომისია დაეთანხმა მეტალის ვარიანტს. 1908 წელს დაიწყეს ხიდის მშენებლობა.

2000-[[2001] წლებში მიმდინარეობდა ხიდის კაპიტალური რემონტი. 2012 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 27 მაისამდე ნევის მარჯვენა სანაპიროს განახლებასთან დაკავშირებით სიმპსონიევსკის ხიდი დაკეტილი იყო ტრანსპორტისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
  • Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 471—472. — 511 с.
  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 233, 334. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 111. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]