სამი გოჭი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამი გოჭი, მხატვარი - ლესლი ბრუკი

სამი გოჭი (ინგ) - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო ზღაპარი. მისი სიუჟეტი მომდინარეობს ინგლისური ხალხური შემოქმედებიდან, ხოლო ლიტერატურული ვერსიები ცნობილი XIX საუკუნიდან, უფრო მეტად - ჯოელ ჰარისის ძია რიმუსის ზღაპრებიდან.

სიუჟეტის მიხედვით, სამი ძმა-გოჭი იშენებს საკუთარ სახლებს. პირველ ორს თავს ესხმის მგელი, მაგრამ მესამეს ვერ გაუმკლავდება, ვინაიდან მას აგურის სახლი აქვს, რომელიც საიმედოდ იცავს.

ორიგინალური სიუჟეტით, მგელი ჭამს პირველ ორ გოჭს, მაგრამ სხვადასხვა ინტერპრეტაციით, ისინი მესამე ძმის სახლს აფარებენ თავს.

შემდგომში წიგნის გამოცემას არაერთი თეატრალური დადგმა მოჰყვა. ცნობილია უამრავი კინოეკრანიზაციაც, უფრო მეტად - ანიმაციური ფილმების სახით, რომელთა შორის აღსანიშნავია უოლტ დისნეის ცნობილი მუსიკალური სამი გოჭი.