სამეფო ოპერის თეატრი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
სამეფო ოპერის თეატრი — საშემსრულებლო ხელოვნებათა დაწესებულება ლონდონში. ასევე ცნობილი როგორც კოვენტ გარდენი, უბნის სახელით, სადაც ეს თეატრი მდებარეობს. შენობაში ბინა აქვს სამეფო ოპერას, სამეფო ბალეტს და სამეფო ოპერის თეატრის ორკესტრს.
თანამედროვე შენობა მესამე თეატრია ამ ადგილას. ფასადი, ფოიე და დარბაზი 1858 წლით თარიღდება, თუმცა თითქმის ყველა დანარჩენი ელემენტი ამჟამად არსებული კომპექსისა 1990-იან წლებში ჩატარებული რეკონსტრუქციის შედეგია. თეატრი 2.268 მაყურებელს იტევს და შედგება ოთხ იარუსიანი ბალკონებისა და ამფითეატრისაგან. პროსცენიუმი 12,20 მ-ია სიგანით და 14,80 მ სიმაღლით.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
- Royal Opera House official website
- Royal Opera House Collections Online (Archive Collections Catalogue and Performance Database)
- Royal Opera House elevation
- The Royal Ballet School official website
- Select Committee on Culture, Media and Sport's 1998 Report on funding and management issues at the Royal Opera House
სტატიის