სალხინოს ღვთისმშობლის ტაძარი
სალხინოს ღვთისმშობლის ტაძარი — არქიტექტურული ძეგლი მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალხინოში.
აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სალხინოს ღვთისმშობლის ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა (15 X 11მ), თარიღდება 1782 წლით და ნაგებია ქვითკირისაგან. კარის თავზე ამოკვეთილია ჩუქურთმიანი ჯვარი. ეკლესიას გარედან სპონდოს ქვა აქვს შემოვლებული.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5192