სალიმ-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სალიმ ფაშა)
სალიმ-ფაშა
ახალციხის ფაშა
მმართ. დასაწყისი: 1688
მმართ. დასასრული: 1701
წინამორბედი: იუსუფ II
მემკვიდრე: ისაყ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ?
გარდ. თარიღი: 1701
შვილები: ასლან II
დინასტია: ჯაყელები
მამა: ასლან I

სალიმ-ფაშა (ჯაყელი)ახალციხის ფაშა 1688-1701 წლებში, ასლან I-ის ძე. ტახტი დაიკავა უფროსი ძმის, იუსუფ II-ის გარდაცვალების შემდეგ. მის დროს ახალციხის საფაშოში უკიდურესად გაძლიერდა იანიჩართა თარეში და ქრისტიანული მოსახლეობის აკლება. სალიმ-ფაშა ცდილობდა იანიჩარებისათვის დაეპირისპირებინა „ყულის“ ჯარი, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლება მხარს არ უჭერდა. მის დროს გახშირდა ქრისტიანული მოსახლეობის გამაჰმადიანების შემთხვევები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]