სალა (არქიტექტურა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სალა (მრავალმნიშვნელოვანი).
სალა ჰუაჰინის რკინიგზის სადგურზე. ტაილანდი

სალა (ტაი ศาลา), (კჰმერ សាលា), იგივე sala Thai, გამოიყენება, როგორც შეხვედრების ადგილი, დაცულია მზისგან და წვიმისგან. უმეტესწილად ისინი ოთხივე მხრიდან ღიანი არიან ოთხივე მხრიდან. ძირითადად გვხვდება ტაილანდში, ბუდისტური ტაძრების ან ვატების მახლობლად, მაგრამ ასევე შეიძლება სხვა ადგილებშიც იყონ. ადამიანი, რომელიც სალას ააშენებს ტაძარში ან საზოგადოებრივ ადგილას, ზრდის თავის რელოგიურ დამსახურებას. ტაილანდში სალები სხვადასხვა მიზნით გამოიყენება და შესაბამისად, სხვადასხვა დასახელებები აქვთ.

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

სალა დიდი ალბათობით ინდოარიული ენების ფესვების უნდა იყოს. ის ასევე შეიძლება სანსკრიტის „शाला“-დან (IAST: śālā) მოსულიყო, მონათესავე ჰინდის „शाल“-სთან, რაც დარბაზს, დიდ ოთახს ან ფარდულს ნიშნავს[1]. მეორე შეხედულებით კი სიტყვა მოდის ფესვიდან, რომელიც ნიშნავს თივით გადახურულს ან ფარდულს[2].

ახლად აღდგენილი სალა ვატ რაჯბოპიტში, ბანგკოკი.

სახეობები[რედაქტირება]

  • სალავატი — სალა, რომელიც ბუდისტურ ტაძრებში მდებარეობს.
  • სალა კან პარიანი — სალა, რომელიც ასევე ტაძარში მდებარეობს, მაგრამ განსაკუთრებულად დიდი ზომისაა, სადაც მრევლი ქადაგებებს უსმენს და იღებს რელიგიურ რჩევა–დარიგებებს. კამბოჯაში „სალა კან პარიანს“ სკოლებს უძახიან.
  • სალა ასაი — უმეტესწილად სასოფლო მიდამოებში მდებარე, გამვლელებისა და მოგზაურების დასვენებისთვის განკუთვნილი პავილიონები.
  • სალა რიმ ტჰანონიპავილიონი, რომელიც გზიდან არც თუ ისე შორს მდებარეობს და ხშირად ავტობუსის გაჩერების დანიშნულებასაც ასრულებს.
  • სალა ტჰანამი („წყლის პავილიონი“) — ნავსადგომთან ახლოს, მდინარის ან არხის ნაპირთან მდებარე პავილიონი.
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • East-West Center, A Commemorative Book by the Thai Students at the East-West Center on the Occasion of the Presentation of the Asia Pacific Community Building Award and Dedication of the Royal Sala Thai, Honolulu, East-west Center, 2008.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. sala. Spoken Sanskrit Dictionary. წაკითხვის თარიღი: 2012-06-11.
  2. Turner, Sir Ralph Lilley. (1985)cāla 4770. A Comparative Dictionary of the Indo-Aryan Languages. London: Oxford University Press, 1962-1966. Includes three supplements, published 1969-1985.. Digital South Asia Library, a project of the Center for Research Libraries and the University of Chicago. ციტატა: „cāla 4770 cāla3 masculine ʻ thatch ʼ attested only in lexicographical works; Assamese sāl ʻ roof of a house ʼ; Bengali cāl ʻ thatch of a house ʼ; Oṛiyā cāḷa, °ḷā ʻ sloping thatch of a house ʼ, cāḷi ʻ a thatched lean-to shed ʼ; Maithilī cār ʻ thatched roof ʼ; Hindī cāl m. ʻ thatch or roof of a house ʼ.“ წაკითხვის თარიღი: 21 Aug 2010.