საკულინა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| საკულინა | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Sacculina carcini | ||
| დაცვის სტატუსი | ||
საკულინა (Sacculina carcini) - ზღვის პარაზიტული კიბო ულვაშფეხიანი კიბოების რიგისა. ტომრისებური სხეულის ფესვისმაგვარი გამონაზარდები იჭრება კიბორჩხალას სხეულში და იქ პარაზიტობს. საკულინას ლარვა - ნაუპლიუსი - 4-5 დღე-ღამე გარდაიქმნება ორსაგდულიანი ნიჟარით დაფარულ ლარვად და იწყებს პარაზიტულ ცხოვრებას. ლარვა ემაგრება კიბორჩხალას სხეულს, შორებს საკუთარ სხეულსა და საგდულს და დარჩენილი (თავის) ნაწილით იჭრება კიბორჩხალაში, სადაც გარდაიქმნება ჰერმაფროდიტულ ინდივიდად.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 8, გვ. 685, თბ., 1984
სტატიის