საკონტაქტო რელსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვედა დენმიმღები

საკონტაქტო რელსი ან მესამე რელსი — მყარი საკონტაქტო სადენი, განკუთვნილი მოძრავი შემადგენლობის (ელმავლის, ძრავიანი ვაგონის) დენმიმღებთან მოსრიალე კონტაქტის განსახორციელებლად.

იგი მზადდება რბილი ფოლადისგან, ფორმა და ზომები ჩვეულებრივი რელსების მსგავსი აქვს. რელსი მამხოლოებლების დახმარებით კრონშტეინებზე მაგრდება, რომლებიც თავის მხრივ უბრალო რელსების შპალებზე მაგრდებიან.

თბილისის მეტროს შემადგენლობებიც სწორედ ამგვარად გადაადგილდებიან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]