სადგომი უსახელო ბორცვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სადგომი უსახელო ბორცვი — არქეოლოგიური ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში, დგას სამხრეთით დაახლობვებით 8-10 კილომეტრზე, მდინარე ირვის მარცხენა ნაპირზე, გორაკბორცვიან ზოლში. მელიღელესა და სადუღაგორას შორის. განეკუთვნება მუსტიეს ხანას.

1971 წელს გამოავლინა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციის ხელმძღვანელი კიაზო ფიცხელაური, ქვის ხანის რაზმმა (ხელმძღვანელი თ. ბუგიანიშვილი). ერთ-ერთი პატარა ბორცვის თხემზე ბუნებრივ ღრმულში აღმოჩნდა მონაცრისფრო თეთრლაქებიანი კაჟის 33 ანატკეცი და ანამტვრევი.

მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, გურჯაანის ისტორიულ ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]