საგინაშვილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საგინაშვილები, საგინაძეები[1] — ქართული აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში თავადური საგვარეულო. იოთამ დოლენჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ სადოლენჯიშვილო გაუქმდა და მამულად საგინაშვილებს გადაეცათ. ერთი პერიოდი ისინი ყაიყულის მოურავებიც იყვნენ.[2] მათ წარმომავლობას სამეგრელოს მთავრებამდე, დადიანებამდე მიაკვლიეს, რაზეც 1771 წელს იმერეთის მეფის, სოლომონ I რუს გენერალ ტოტლებენისადმი მიწერილ წერილები მიუთითებს. ჩანან კახეთის თავადთა სიაში, რომელიც მიმაგრებულია 1783 წ. გეორგიევსკის ტრაქტატს. რუსეთის იმპერიის უღელ ქვეშ მათ კვლავ დაუმტკიცდათ თავადობა 1850 წ. 6 და 1856 წ. 26 ივნისს. გვარი რუსიფიცრებული იყო, როგორც საგინოვი (რუს. Сагинов). საგვარეულო ХІХ-ХХ სს. თავი გაითქვა სამხედრო სამსახურსა და საქართველოს თავადაზნაურობის ადგილობრივ თვითმართველობაში.[1] მათი ნაწილი არაპრივილეგირებული აზნაურებიც იყო.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Князья Сагиновы (Сагинашвили) // Думин С. В., Чиковани Ю. К. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского. — გვ. 197.
  • მესხი დიდებულის - დოლენჯიშვილის ოჯახი / ალექსანდრე ბოშიშვილი // საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი : შრომები / ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. - თბილისი, 2012. - ISSN 1987-9970. - სპეციალური გამოშვება, კლარჯეთის დიდებულთა უდაბნოთა. - გვ.142-150. - რეზ. ინგლ. ენ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Князья Сагиновы (Сагинашвили) // Думин С. В., Чиковани Ю. К. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского. — გვ. 197.
  2. მესხი დიდებულის - დოლენჯიშვილის ოჯახი / ალექსანდრე ბოშიშვილი // საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი : შრომები / ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. - თბილისი, 2012. - ISSN 1987-9970. - სპეციალური გამოშვება, კლარჯეთის დიდებულთა უდაბნოთა. - გვ.142-150. - რეზ. ინგლ. ენ.