საგარეჯოს მთავარმოწამის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საგარეჯოს მთავარმოწამის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ქალაქ საგარეჯოში. მდებარეობს ქალაქის ჩრდილოეთით 2 კმ-ზე, ქურხულების საგვარეულო სსაფლაოდან ხუთასიოდე მეტრის დაშორებით. სავარაუდოდ განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. წყობა ირეგულარულია და ტლანქი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი შიგნიდან სწორკუთხაა, გარედან თაღოვანი. შიგნით ეკლესია გადახურულია რიყის ქვით ნაწყობი, ნახევარცილინდრული ფორმის, ერთიანი კამარით.

ეკლესიის ფასადები სადაა, მოკლებულია ყოველგვარ სამკაულს. 2001 წელს ეკლესია ადგილობრივმა მოსახლეობამ გაარემონტა, რომლის დროსაც ეკლესიამ თითქმის მთლიანად დაკარგა თავდაპირველი სახე. ეკლესია ღარისებული კრამიტითაა გადახურული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]