საგარეჯოს კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საგარეჯოს კოშკიარქიტექტურის ძეგლი ქალაქ საგარეჯოს სამხრეთ-აღმოსავლეთით შვიდიოდე კილომეტრზე, კოშკისგორად წოდებულ პატარა გორაკზე. თარიღდება XVIII საუკუნით.

კოშკი გეგმით კვადრატულია. გარედან ყველა კუთხეში ჩართული აქვს მომრგვალებული, ზემოთ თანდათან შევიწროებული შვერილები, კოშკი მთლიანად რიყის ქვითა და დუღაბითაა ნაშენები. კოშკის სართულებშუა გადახურვა ხისა ყოფილა, შემორჩენილია ძელების ბუდეები. შენობის პირველი სართულის შემორჩენილ კედლებს არავითარი ღიობის კვალი არ ეტყობა. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმაა შესაძლებელი, რომ მას აღმოსავლეთიდან კარი არ ჰქონია. კოშკის მეორე სართულის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში სარკმელია. მესამე სართულის შემორჩენილ კედლებს კი რაიმე საბრძოლო ელემენტის კვალი არ ემჩნევა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]