საგარეჯოს კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საგარეჯოს კვირაცხოვლის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს ქვლივიძეების უბანში, სასაფლაოზე. სავარაუდოდ განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია მოზრდილი ზომის რიყის ქვით და კირის ხსნარით. წყობა ირეგულარულია. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლეა 2,5 მ. სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში შესასვლელია გაჭრილი, რომელიც გარედან გვერდებზე რიყის ქვებითაა გამოყვანილი.

ეკლესიის გარშემო ქვლივიძეების საგვარეულო სასაფლაოა. ზოგიერთ საფლავზე ეპიტაფიაა შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]